-
2014-06-06 16:55
როგორც ყოფილი თავდაცვის მინისტრის მეუღლე აცხადებს, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბაჩო ახალაია 26 ივლისს საპატიმროს დატოვებს და სასამართლო სხდომები ისე გაგრძელდება.
„როგორც მოგეხსენებათ როცა ადამიანი პატიმრობაში იმყოფება, მაქსიმალური ვადა მისი პატიმრობის თითო საქმეზე არის 9 თვე. ხოდა ბაჩოს საქმე 7 თვის მერე შეიტანა პროკურატურამ სასამართლოში (შეგახსენებთ 17 ნოემბერს უნდა დაწყებულიყო შარშან ეს საქმე) და 26 ივლისს გასდის ბაჩოს 9 თვიანი პატიმრობის ვადა.
დღეს, როცა მოსამართლემ დროის სიმცირის გამო წინასწარ შეადგინა სასამართლო სხდომების გრაფიკი და 25 ივლისიც ჩანიშნა, შემდეგ თარიღად დაასახელა 28 ივლისი და თქვა: ბატონი ბაჩო 26 ივლისს დატოვებს საპატიმროს და ისე გაგრძელდება სასამართლო სხდომები, რა პრობლემააო.
ეჰ, ბატონო მოსამართლე, რა პრობლემაა კი არა, ისეთი დიდი პრობლემაა ეს ქოცმთავრობისთვის, რომ ახლა, დარწმუნებული ვარ, სასწრაფო ჭრა-კერვით არიან დაკავებულნი ფარცხალაძე-წულუკიანები, მეტიც, ერთი არა, ორ საქმესაც კი შეკერავენ უპრობლემოდ, თავის დასაზღვევად, ეს ყველაფერი უკვე იმდენჯერ მაქვს ნანახი, დეჟავუა ჩემი ცხოვრების ბოლო 2 წელი...", - წერს ანი ნადარეიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.