-
2014-06-05 23:35
საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს და წერს, რომ ხელისუფლებას ამ არჩევნებზე თავი ქუდში არა აქვს, გაყალბებაზე ფიქრს კი არ ურჩევს, რადგან "ასეთი ამბები ცუდად მთავრდება".
გოგა ხაჩიძე წერს:
ძალიან თვალშისაცემია შიში და პანიკა, რომელსაც წინასაარჩევნოდ აფრქვევ.
უკვე გადაცვეთილია, ის საფირმო ცრუპენტელობა, რომლითაც ხელისუფლებაში აღმოჩნდი.
ვერ გიშველის ვერც "სუს"-ი, ვერც ადმინისტრაციული რესურსი, ვერც კანდიდატების "დაკაჩავება", ვერც ახალ-ახალი სისულელეები და ვერც მიზანმიმართული ტალახის სროლა ჩვენი მისამართით.
ზუსტად იმდენ ხმას მიიღებთ, რამდენსაც საარჩევნო ჯიხურში მარტო დარჩენილი ამომრჩეველი გამოიმეტებს.
ღმერთი არ გაგიწყრეს და გაყალბებაზეც არ წახვიდე, თორემ ეგეთი ამბები ცუდად მთავრდება.
ძალიან თვალშისაცემია ის, რომ ამ არჩევნებზე, თავი ქუდში არ გაქვთ.
ჰოდა დამშვიდდი ცოტა, ქუდზე დარდს - თავი არ გადააყოლო..."