
პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და გერმანიის კანცლერის შეხვედრას „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა.
„არა, პროპაგანდა - ველიკაია შტუკა, გუშინ რამდენი ოფიციალური ვერსიით დაბოლებული, სრულიად საღად მოაზროვნე ადამიანი წერდა აქ, დიდუუ, ეს რა შეხვედრა მოუწყოო მერკელმა პრემიერ-მინისტრს. მოკლედ, სულ არ იცით სტრიქონებს შორის კითხვა, ამდენწლიანი უბედურების მიუხედავად...
სახელმწიფო მანქანა თუ მოისურვებს, ერთსა და იმავეს როგორი სოუსითაც უნდა, ისე მოგაწვდით! რა მოხდა ასეთი? ანგელა დეიდამ, ჩემს ნატო-ზე ფიქრს თავი დაანებეთ და ჩუკენობა გააგრძელეთო... ჯერ პატარები ხართო :))) აბა, სხვა რა ჰქვია ჩვენს „პოლიტიკას“ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში? ჩვენც ვაგრძელებთ. И все довольны“, - წერს ცოტნე გამსახურდია.