
მომღერალი თიკა ჯამბურია შეყვარებულია, მისი რჩეული ზუკა ყალიჩავაა. მომღერალს მათი ერთობლივი ფოტო „ფეისბუქზე“ მთავარ ფოტოდ აქვს დაყენებული.
„ჩემს შესახებ ძალიან ხშირად წერენ ხოლმე ჭორებს. არ მინდა, საერთოდ ამ თემაზე ლაპარაკი, როცა საჭიროდ ჩავთვლი, მაშინ გავაკეთებ კომენტარს და ყველა გაიგებს ვინ მიყვარს. ბევრ ადამიანთან მაქვს ფოტო გადაღებული, ეს არაფერს ნიშნავს“, - აცხადებს ჯამბურია.