
ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში წერს, რომ მზადაა მთავრობას დაეხმაროს რითაც შეუძლია: გაივლის პირველადი დახმარების შესახებ კურსებს და სახლს 8-10 პაციენტს დაუთმობს:
„ გთხოვთ, ყურადიღოთ ჩემი მზაობა და ინიციატივა!
თქვენი უშუალო კონტროლის ქვეშ გავივლი პირველადი დახმარების მოსამზადებელ კურსებს. მოხალისედ ჩავერთვები ჩვენი მედპერსონალის დახმარების და ინფიცირებულთა მოვლის საქმეში.
გარდა ამისა, ვცხოვრობ მარტო. ჩემს საცხოვრებელ ფართში მოთავსდება 8-10 პაციენტი. მთელი გულით და შეგნებით მზად ვარ გემსახუროთ და ვემსახურო ჩემს ხალხს!
ბევრი ჩემი მეგობარი მზადაა დაგვიდგეს გვერში!
ეს არ არის რაიმე ახალი და გასაკვირი! მძიმე ჟამობის ხანს ყოველთვის დგებოდნენ სიცოცხლის სადარაჯოზე რიგითი ადამიანები!
გთხოვთ, არ დავკარგოთ დრო და მოვამზადოთ ბრძოლისთვის სამოქალაქო სექტორი!
ჩემი უდიდესი პატივისცემა საქართველოს ექიმთა დიდ არმიას!
ჩემი უმორჩილესი თხოვნა საქართველოს მთავრობას!“-წერს ხოფერია.