ნიკოლოზ რაჭველი: ჯერ კიდევ მოთმინებით ველით მთავრობის ვერდიქტს

Image

ორკესტრისთვის ფილარმონიის გადაცემის მოთხოვნის საკითხზე რაჭველის მორიგ სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

 

“გაუსაძლის გამოცდას ვაბარებ საგანში, რომელსაც მოთმინება ქვია…

არადა რამდენი რამ მაქვს გასაკეთებელი, როგორ ცხოვრებას ვხედავ ჩვენი ქალაქის საკონცერტო დარბაზში, ისეთს პარიზის,

ბერლინისა თუ ნიუ იორკის ფილარმონიებს რომ არ ჩამოუვარდება… რამდენ რამეს ვფიქრობ ბავშვებისთვის, მოზარდებისთვის,

ჩვენი მშობლების, ბებიების და ბაბუებისთვის, სოციალურად დაუცველებისთვის… რამდენი დიდი მუსიკოსი მიდგას გვერდით

და სიხარულით ჩამოვა და სხვებსაც ჩამოიყვანს ჩვენთან… რამდენი ახალი ნიჭიერი ქართველი შემსრულებელი, ავტორი, ჯგუფი

და ანსამბლია, ვისთვისაც მინდა რომ მუდამ ღია იყოს დიდი სცენის კარი… რამდენნაირი მუსიკა არ ჟღერს და

მინდა რომ ისმოდეს ჩვენს ქალაქში მთავარი სცენიდან…

დრო მიდის…

თაობები ისე იცვლებიან მათთვის საკონცერტო ცხოვრებაზე, მათ ესთეტიკურ აღზრდაზე და გემოვნების დახვეწაზე, რაც

საკონცერტო დარბაზის ერთერთი მთავარი დანიშნულებაა, არავინ ზრუნავს…

მგონია, რომ ჯერ კიდევ მაქვს ენერგია ჩემს თანაგუნდელებთან და კიდევ ბევრ თანამოაზრესთან ერთად, ვინც გვერდით

დამიდგება “მოვხოდო” ფილარმონიული ცხოვრება თბილისში, ის რაც ბოლომდე განადგურებულია ახლა, ის რაც არის

ყველა წარმატებული ქართველის სურვილი, რაც იყო გია ყანჩელის აუხდენელი ოცნება…

მთავრობა კი ფიქრობს ვის გაუწიოს ანგარიში, ხალხს, მუსიკოსებს, მსმენელებს, ხელოვანებს, საკუთარი შვილების მომავალს,

ეროვნულ ორკესტრს თუ მათ, ვისაც ეს

ყველაფერი არ სურს ხდებოდეს ამ ქვეყანაში… და არიან კი ასეთი ადამიანები ჩვენს ირგვლივ ნეტავ?

რიტორიკულ კითხვას პასუხს გასცემს გადაწყვეტილება, რომელსაც უკვე მერამდენე წელია მოუთმენელი მოთმინებით ველოდებით…"-

წერს რაჭველი.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !