გიორგი კეკელიძე ჟურნალისტებს მიმართავს- აპოკალიპტური სტატიები სკაფანდრიანი ექიმების სურათებით, ცოტა მავნებლური მგონია

Image

 

გიორგი კეკელიძე ჟურნალისტებს მიმართვს და კორონავირუსზე აპოკალიპტური სტატიების წერისგან

თავის შეკავებას სთხოვს.

 

 

“მეგობრებო და ძვირფასო ჟურნალისტებო, მე, ამ დიდად ჰიპოქონდრიკ კაცს , თუ ამის დაწერა მომიხდებოდა, ძნელად წარმოვიდგენდი. კორონა არის ვირუსი, რომელიც ატიპურ პნევმონიას იწვევს და შედარებით ახალი. სამწუხაროდ, ძველ ატიპურ პნევმონიებსაც ეწირებიან ადამიანები – ისინი, ვისაც სუსტი იმუნიტეტი და გვერდითი პათოლოგიები აქვს. პრევენცია და ნიღაბი გრძელ გზაზე სასურველია, მაგრამ ასეთი არადეკვატური პანიკა ძალიან არალოგიკურია – ვაქცინაც მალე იქნება და მკურნალობის მეთოდები შემუშავებულია.

ეს საშინელი, აპოკალიპტური სტატიები სკაფანდრიანი ექიმების სურათებით და კონსპირაციული მოსაზრებებით, მხოლოდ იმ გათვლით, რომ ისედაც ათასი დარდით დაზაფრული ბევრი ადამიანი ნახავს, ცოტა მავნებლური საქმე მგონია. ჯერ ხომ ხალხს გულს უხეთქავს და მერე ირიბად, ასე დასანან ქსენოფობიასაც აღვივებს. აქ მაინც ვეცადოთ, რომ ინფორმაცია ზუსტი და არაემოციური იყოს. და საერთოდ, ეს ორი უკიდურესობაც დასაძლევია – წესით დამკრძალავ ბიუროს რომ უნდა ვურეკავდეთ, მაშინ ვაკითხავთ ექიმს და ახლა. .. P.S. ისე, თუ რამე არის საგანგაშო და ასეთი ერთსულოვანი სიფხიზლე სჭირდება, ლამის ეპიდემიად ქცეული ონკოლოგიური დაავადებებია. როცა თურქული ავიახაზით ვმგზავრობ, ბარემ შვიდი-რვა ახალი ავადმყოფი მემგზავრება იქაური კლინიკებისკენ მიმავალი. ჰაერის დაბინძურება, გაურკვეველი საჭმელი და დიდი სტრესი – აი, ყოველდღიური და შეუმჩნეველი მთავარი ვირუსი”, – წერს გიორგი კეკელიძე. 

 

 
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !