წულუკიანის დიეტა ყოფილა ყველაზე ეფექტური... დანიშნულება ივანიშვილმა უნდა გამოგიწეროთ: ირაკლი ოქრუაშვილი

Image

ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ე.წ. “მატროსოვის” ციხიდან მორიგ პოსტს აქვეყნებს.

 

13:30 საათზე ციხეში სადილის დროა.
თუ მარხვას ინახავ, ცალკე სამრხვო საჭმელს გიმზადებენ. შობის მარხვაში, როგორც იცით 25 დეკემბრამდე თევზის ჭამა შეიძლება ოთხშაბათის და პარასკევის გარდა.
ციხეში თევზი მაინცადამაინც ოთხშაბათს არის.
როდესაც ვუთხარი, თევზი ერთი დღით გადაწიეთ, სამშაბათს ან ხუთშაბათს- მეთქი, მიპასუხეს: _მაგას დეპარტამენტის უფროსი არეგულირებს ბრძანებით-ო და მეც კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ქვეყანას იდიოტები მართავენ.

საერთოდ, ციხეში კვებას რაც შეეხება, არ დაუჯეროთ არც ერთ დიეტოლოგს, წულუკიანის დიეტა ყოფილა ყველაზე ეფექტური. 2 კვირაში ამ დიეტით 15კგ-ს დაკლება გარანტირებული გაქვთ, ოღონდ ბოლოს წიწიბურას, ლობიოს, ან კარტოფილის ფორმას მიიღებთ. დიეტას შედეგი აქვს ერთი პირობით-დანიშნულება ივანიშვილმა უნდა გამოგიწეროთ, ანუ, გლდანში ან მატროსოვზე უნდა მოხვდეთ, სხვაგან ასეთი შედეგი არ ექნება.

ახლა, ცოტა სერიოზულად.
საკჯარისკაცისთვის აუცილებელი დღიური კალორია 5 ათასი-6 ათასია. პატიმრის კალორია საფრანგეთის და გერმანიის ციხეებში, საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, 3500-ზე ნაკლები არაა. მატროსოვზე კვების კალორია დღეში 1800-ზე მეტი არ იქნება.
ცნობისათვის, ფაშისტები საკონცენტრაციო ბანაკებში ტუსაღებს 800 კალორიაზე მეტს არ აძლევდნენ.
კვირაში 150 გრ, ხორცი, 50 გრ, თევზი და დანარჩენი ბურღულეული – ეს არის მატროსოვზე პატიმრის რაციონი. დასკვნები თქვენ გააკეთეთ.

14: 30 საათი გახდა.
გარეთ გასეირნების დრო მაქვს.
სიცივის გამო გარეთ გასვლა მეზარება, მაგრამ იქნებ გუშაგს გამოველაპარაკო (ძირითადად ეთნიკური აზერბაიჯანელები არიან).
აქაც ჩანს, რომ სახელმწიფოს ვერ ვაშენებთ. ან, ქართველს ჯარში წასვლა არ სურს, ან გამწვევი კომისიები ისევ ფულს აკეთებენ და გეგმას ეთნიკური უმცირესობით ასრულებენ.

15: 30 საათზე საკანში შემოვბრუნდი და კითხვა გავაგრძელე.
ციხის ბიბლიოთეკაში უცხო ენაზეც აქვთ წიგნები, მაგრამ ერთი წიგნი დიდი თავსამტვრევი გახდა ჩემთვის.
ვინ შეიძინა, ვისთვის შეიძინა, ანუ ვინ უნდა მოხვდეს ამ ციხეში ისეთი პატიმარი, რომელიც ფრანგულ ენაზე წაიკითხავს ცნობილი ფრანგი მწერლის წიგნს „ლა შარიტე“-ს
პრინციპში კი გვყავს ერთი ასეთი მატროსოვზე მოხვედრის კანდიდატი, თან საფრანგეთის მოქალაქეცაა, მაგრამ არაა. მაგას მარტო თავისი ეკა უკითხავს და ცოლთან ერთად ხომ არ ჩავსვამთ.

5 საათზე ბონდო ვათიაშვილმა შემომიარა და ერთი-ორი პოსტის ტექსტი ჩავაწერინე.
მალევე საკანში დავბრუნდი.უაზრო ფიქრებმა წამიღო.

ამას წინათ ტვ პირველზე სიუჟეტს ვუყურე.
ახალგაზრდებს მოძრაობა 20-30 შეუქმნიათ და ფეისბუქის მიერ ივანიშვილის ტროლების გაუქმების შემდეგ , ბიძინას სოცქსელებში მხარდაწერას სთავაზობენ, თუ ფონდი ქართუ დააფინანსებს. ისიც დააყოლეს, რომ 100 წლის შემდეგ ბიძინა მთაწმინდაზე უნდა დაიკრძალოსო. ვფიქრობ, როგორ გავწევრიანდე ამ ორგანიზაციაში და დაფინანსების გარეშე ჩემი წვლილი შევიტანო.
მთაწმინდის რა მოგახსენოთ, მაგრამ ლიახვის ან დურუჯის რიყეზე მარტომ ნიჩბის გარეშე მისი საფლავი გავთხარო. მე მეტი არ შემიძლია.
ცოტა ხანს ტელევიზორს ვუყურე.
წინასაახალწლოდ ბიძინამ და წულუკიანმა უძვირფასესი საჩუქარი გაგვიკეთეს- სატელევიზიო პაკეტში 2 ახალი რუსული არხი ჩაგვირთეს: TV 3 და TV RUS.
პირველი მკითხავების არხია და დამწყები მკითხავებისათვის ჯადოს მოხსნის კურსი ისწავლება, ხოლო მეორე არხზე ექსტრასენსები სულის გასუფთავების კურსს ატარებენ დღისით, საღამოობით კი რუსული ინტერნეტ მაღაზიაა და ,, ტუშონკებს’’ და ვიბრატორებს ყიდიან.

ასე უაზროდ ჩიარა კიდევ ერთმა დაკარგულმა დღემ.

ციხეში გატარებული ყოველი დღე დაკარგულია ცხოვრებაში. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ,,არ იცი’’ რატომ ზიხარ. არ იცი -პირობითად, თორემ რეალურად რა თქმა უნდა ვიცი. თუ ქვეყანაში ხელისუფალი რაიმე ცუდს ჩაიდენს, ხოლო შენ პირში წყალს არ ჩაიგუბებ და მხოლოდ სამზარეულოში მოთქმით არ შემოიფარგლები, როგორც ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა, აუცილებლად მოგიწევს ჩაჯდომა, რადგან, მიუხედავად 21-ე საუკუნისა, ჩვენთან ასეთი საქციელი დასჯადია.

ჩვენი საზოგადოება 5 ნაწილად იყოფა. ( 2008 წლის ომის მაგალითზე) .
1. იმათ, ვინც წინა ხაზზე იბრძვის
2. იმათ, ვინც ქვეყნის დასაცავად რუსთაველზე მაშინ გამოდის, როცა ომი დამთავრებულია
3. იმათ, ვინც წითელი ხიდისკენ გარბის
4. იმათ, ვისაც უხარია რუსები, რომ შემოდიან
5. იმათ, ვისაც ყველაფერი და დანარჩენი 4 კატეგორია ფეხენზე ჰკიდია.
პირველ კატეგორიაში ყოფნა ყოველთვის დასჯადია, ამიტომ არც მიკვირს და არც ვნანობ ციხეში, რომ ვარ.
მირჩევნია ყოველთვის წინა ხაზზე ვიყო, ვიდრე სხვა გაუგებარ კატეგორიებში.
საქართველოში, იმ ადამიანების ათეულში ნამდვილად შევალ, ვისი ცხოვრებაც საინტერესოდ წარიმართა, მითუმეტეს , ყველაფერი წინ არის.

ციხეს და არა მარტო ციხეს ერთი ცუდი კანონი აქვს – მომავლის გამო აწმყო არ უნდა დააჩქარო”, – წერს ირაკლი ოქრუაშვილი.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !