
„რაზე მელაპარაკებით მთელი საქართველო. კანონმა მითხრა, რომ შენი შვილის მკვლელებს 15 წელზე მეტს ვერ
მივცემთო, ფეხებზე მკიდიაო და რა კითხვებს მისვამთ“, – ასე მიმართა სასამართლოს ეზოში
გამოსულმა სარალიძემ მედიის წარმომადგენლებს.
ცოტა ხნის წინ კი სარალიძემ პოსტი სოციალურ ქსელში დაწერა:
"ბოდიშს ვუხდი ყველა მედიასაშუალებას დღევანდელი ჩემი საქციელიდან გამომდინარე. არ გთხოვთ პატიებას, თქვენ თქვენ საქმეს და პროფესიას ემსახურებით. ვიცი უნდა გავითვალისწინო ყველაფერი. უფალმა გვაპატიოს ყველა ცოდვა! მხოლოდ ერთი თხოვნა მექნება: ბატონი ზურაბ თოდუა დაითანხმეთ პირისპირ დამიჯდეს და რამოდენიმე კითხვას დავუსვამ. პირობას ვდებ საქმის მასალებს და დეტალებს არ შევეხები და მითუმეტეს არც პოლიტიკური იქნება ჩემი კითხვები. მხოლოდ და მხოლოდ პირისპირ და პირდაპირ ეთერში. ბოდიშს გიხდით კატეგორიულიბისთვის“, – წერს ზაზა სარალიძე.
შეგახსენებთ, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ზაზა სარალიძემ მისი შვილის ფოტოები ადვოკატს შეაყარა და დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.