
დათუნა სარალიძის მამა ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მკვლელობის მონაწილეებს
მიმართავს.
“2017 წლის 1 დეკემბრიდან მოყოლებული მუდამ ვფიქრობდი თუ რას ნიშნავდა დაზარალებულის სტატუსი ჩემთვის.
ბოდიშს გიხდით გულახდილობისთვის მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება.
ყველა ინციდენტში მონაწილის მშობელს და თავად მონაწილეებს და დამნაშავეებს ვინც სიმართლე დამალა, გულით ვუსამძიმრებ.
თქვენ ჩემთვის გაცილებით მეტი დაზარალებულები ხართ ვიდრე ჩემი ოჯახი.
ღმერთმა დაგლოცოთ და შეგაძლებინოთ ამ ტვირთის ტარება” – წერს ზაზა სარალიძე.