
ძიძა, რომელსაც ჩვილის დედა ბავშვზე ძალადობაში ადანაშაულებს, ფოთის პოლიციაში გუშინ დაკითხვის
მიზნით მიიყვანეს.
ჩვილის დედამ, რომელიც ძიძას ბავშვზე ძალადობაში ადანაშაულებს, ფოთის პოლიცია გუშინვე დატოვა. როგორც მან განაცხადა, გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს, დამატებით, დეტალებზე საუბარი კი არ ისურვა.
შეგახსენებთ, რომ ბავშვზე ძალადობასთან დაკავშირებით დედას, ეჭვი გაუჩნდა, რის გამოც სახლში ვიდეოკამერა დაამონტაჟა. ამასთან, კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.