-
2019-07-25 16:57
შსს-ს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსის შოთა უტიაშვილისა და რუსთავი2-ის ჟურნალისტის ეკა კვესიტაძის სახლთან საპროტესტო აქცია იმართება. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი გორელები არიან და შოთა უტიაშვილის მიერ გუშინ აგვისტოს ომთან დაკავშირებით დაწერილ ფეისბუკსტატუსს აპროტესტებენ და ბოდიშის მოხდას მოითხოვენ
აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა შოთა უტიაშვილი და ეკა კვესიტაძეც. ისინი მიიჩნევენ რომ აქციას მთავრობის მიერ დაქირავებული ტროლების რაზი ატარებს:
„ვინც ნახეთ, გუშინ დავწერე სტატუსი იმაზე, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთს ყველაფერს უთმობს. ვწერდი, რომ ომის შემდეგ, მიუხედავად მისი პლიუს-მინუსისა, საქართველოს დაუგროვდა პოლიტიკური კაპიტალი, რომელიც ეხლა იფლანგება თქო.
ეს პოსტი შეიძლება მოგეწონოს, შეიძლება - არა, დაეთანხმო, ან არ დაეთანხმო, მაგრამ რასაც ახლა მთავრობა აკეთებს, არაფერში არ ჯდება. სახლთან მომისია ტროლების რაზმი, რომელიც იქ ცირკს აწყობს.
შსს-მოაშორეთ აქედან ესენი, სულ ნუ გადავრდებით მარაზმში“- წერს შოთა უტიაშვილი.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgiaახლავე მოაშორეთ ჩემი სახლიდან ყანდიაშვილის შავ-ბნელი რაზმი, რომლებმა ლანძღვა -გინების კორიანტელი დააყენეს და ბაშვები შემიშინეს. ფსკერს ნუ ხვრიტავთ #სირცხვილია პატრული გამოძახებული მყავს და როგორ რეაგირებს მოახდენთ ახლა დაგაკვირდებით.“- წერს ეკა კვესიტაძე.