
დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი წერს, რომ “რუსთავი 2-ის” გუნდისგან მთავრობაზე ორმაგ
შეტევას ელის
„რა სევდიანი საყურებლები არიან “ოცნების” ე.წ. ლიდერები: “რუსთავი 2-ის” ჯიბეში ჩადებით რომ ჰგონიათ დიდი საქმე გააკეთეს და წელში გაიმართნენ. ჯერ ერთი “რუსთავი 2”-ის პროდიუსერები და ჟურნალისტები ძალიან მოტივირებული ხალხია, ბოდიში მათთან მაგრამ პიტბულებივით არიან – გადაჯგუფდებიან ახლა სხვა არხზე და ორმაგი შემართებით შეუტევენ გაზულუქებულ მთავრობას.
“ოცნებას” კი შერჩება ხელში “რუსთავი 2”-ის ლოგოიანი თხლე. მერე მეორე და უფრო მთავარი – ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა სიღატაკეა, უმუშევრობა, უკიდეგანო გაჭირვება. ჰოდა, შვიდი წელია ივანიშვილს ფეხებზე კიდია ეს ქვეყანა და მისი კიდევ უფრო გაღატაკება და ეხლა აუჩუყდება გული? ჰოდა, რაც არ უნდა ტინგიცი მოაწყოთ სახელმისუფლებო არხებზე სიღატაკე არ გადაიფარება. ასე რომ ოცნების და ივანიშვილის წამზომი ძალიან ხმამაღლაა უკვე ჩართული“, – წერს ალეკო ელისაშვილი.