-
2019-07-12 13:04
ნიკა გვარამიამ ნათია ფანჯიკიძის შესახებ მას შემდეგ დაწერა, რაც ფსიქოლოგმა გიორგი გაბუნიას საქციელი არ
მოიწონა და სოციალურ ქსელში შესაბამისი სტატუსი გამოაქვეყნა.
გვარამიამ კი მას ასე უპასუხა:
„ამ ქალბატონს, მგონი, ჰგონია რომ სკლეროზი გვაქვს ან დიდი ინდულგენცია გამოვუწერეთ მის მეუღლეს. გავუცინეთ,
გვეყოფა – გონორი შეუძლია სახლში შეინახოს და დავალებებზე და კონსპირაციებზე მას მერე იმკითხაოს, მისი ქმრისას
რომ დაადგენს ბოლომდე.
და იმაზე არ უნდა კითხვის დასმა და მისი ქმრის პასუხი, ვინ დაავალა 11 თვის ჩვილის ქვევრში დახრჩობის საქმის
საინფორმაციო ფაბრიკაცია და ამისთვის ზუგდიდიდან კახეთში ჩამოსკდომა? გაბუნიას ბოდვისგან განსხვავებით, ეგ
ფაქტი დანაშაულის შემცველია, ისე, მაინც რომ იცოდეს.“
ნათია ფანჯიკიძე კი ცოტა ხნის წინ ასე გამოეხმაურა:
„ ჩემზე გაბრაზებულმა ნიკა გვარამიამ ტუქსი გამოაქვეყნა, სადაც რადგან რამდენიმე დამაკავშირებელი სიტყვის გარდა
“ამის ქმარი, ქმარი, ქმარი, ქმარი, ქმარი, ქმარი..” დამხვდა, ვიფიქრე, ამაზე აბა, რა უნდა უპასუხო ამხელა ტელევიზიის
ამხელა მეთაურს, მით უმეტეს, რომ ამის პასუხი სწორედ ჩემს იმ სტატუსშია, რომელმაც გაანაწყენა-მეთქი. ქმარი-ქმარის
კვალდაკვალ რა უწერია, – რა თქმა უნდა, “9 წლის” ჟანრის კლასიკა.
ახლა ისევ შემომხვდა გზად მისი ტუქსი და როგორც მოგახსენეთ, იმდენი “ქმარი-ქმარი” ეწერა, როგორც ჭეშმარიტ
რაჭველს, გამომრჩენია, მთავარი ვერ აღმიქვამს, – სსრკ სკოლის დიქტატორი მასწავლებელივით განკარგულება რომ
გამოუცია და ღიმილი ჩამოურთმევია ჩემთვის, იმუქრება, “გავუღიმეთ, გვეყოფაო”. ზუსტად ჩემი სკოლის მუსიკის
მასაწავლებელივით უწერია, თმებს რომ მაწიწკნიდა.
მე არ მეყოფა თქვენი ღიმილი, ბატონო ნიკა, რადგანაც, უპირველესად, ღიმილით ჰგავხართ მაისის დღესა. გთხოვთ,
არ აჰყვეთ ესკალაციას და პროვოკაციას და არ დამტოვოთ ღიმილის გარეშე.
პატივისცემით.
ნ.ფ