-
2019-07-06 13:42
„ამერიკა სულ ახალგაზრდა ქვეყანაა და თუ კი სადმე რამე პატარა გაუკეთებია, ყველაფრით ათმაგად
ამაყობს და შენ იმდენი რამ გაქვს საამაყო, რომ თითქოს ეს რაღაც ბანალური გახდა "-ეს განცხადება
მსახიობმა ჯაბა კილაძემ გადაცემა 360გრადუსში გააკეთა და საქართველოს კულტურულ ღირებულებაზე
ისაუბრა .
მისი აზრით, ხელისფლებამ ვერ შეძლო პრიორიტეტების სათანადოდ დალაგება:"ეს არ ეხება მხოლოდ ამ
ხელისუფლებას, ეს ყველაფერი გამოიწვია იმ საშინელმა რეჟიმმა , რასაც 70 წლის მანძილზე კომუნიზმი
ერქვა, მიუხედავად იმისა, რომ მათ თითქოს შექმნეს და გაუკეთეს უამრავი რამ კულტურას, მეორე მხრივ,
ძალიან ცუდი ტენდენცია შექმენს, კულტურის სფეროს წარმომადგენლები ასოცირდებოდნენ უფულო
პიროვნებებთან, რომლებიც თუ მეგობრობდნენ ამ რეჟიმის ტიპებთან ხეირობდნენ, კულტურა ჩვენთვის
ყოველთვის საამაყო უნდა იყოს,ყოველთვის პირველი ქვეყნისთვის არის კულტურა და ამით ამაყობს ყველა
ერი, მაგალითად,ამერიკა სულ ახალგაზრდა ქვეყანაა და თუ კი სადმე რამე პატარა გაუკეთებია, ყველაფრით
ათმაგად ამაყობს და შენ იმდენი რამ გაქვს საამაყო, რომ თითქოს ეს რაღაც ბანალური გახდა "-ამბობს
ჯაბა კილაძე