-
2015-11-02 05:35
"ფრესკოს" დამფუძნებლის ვასილ სოფრომაძის ინიციატივამ, რომ თავისუფალი მედიის, სიმშვიდისა და სტაბილიზაციის მხარდასაჭერად საღამოს 9 საათზე "ფრესკოს" ყველა ფილიალში საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი გაისმებოდა, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.
„ფრესკო“ ხალხის ერთი პატარა ნაწილია, იმ ხალხის, რომელიც ერთადერთი ძალაა ამ ქვეყანაში და არ არსებობს არც პირველი, არც მეორე და არც მესამე ძალა. ამ ძალის ნება მხოლოდ კანონით დანიშნულ დროს, საარჩევნო ყუთებთან უნდა გამოიხატოს.
აქედან გამომდინარე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, დაწყებული ამა წლის 1 ნოემბრიდან, ჩვენი კომპანიის ყველა სუპერმარკეტში ყოველ დღე 21:00 საათზე, გავაჟღეროთ საქართველოს ჰიმნი, როგორც შეხსენება ყოველივე ზემოთ თქმულის, ვიდრე არ ჩატარდება არჩევნები და არ ჩამოყალიბდება მთავრობა", - ნათქვამი იყო ვასილ სოფრომაძის განცხადებაში.
ვიდეო, რომელიც "ფეისბუქზე" გავრცელდა, საბურთალოს "ფრესკოშია" გადაღებული.