
სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი-2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია "ინტელექტკლუბის" წევრებს მიმართავს შეკითხვით, რატომ არ აღელვებთ მიმდინარე პროცესები.
"ინტელექტკლუბის ღრმადპატივცემულ საზოგადოებას არ აღელვებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები? არ თქვათ ახლა, პოლიტიკაში არ ვერევითო, არ მაცინოთ ბევრი. დაარქივებულია ყველა ჩარევა, ბოლო პოლიტიკური მოლაპარაკებების ჩათვლით, ოცნების რიგები ინტელექტუალებმა რომ უნდა შეავსონ, იმის. რომც არ ერეოდეთ, სამოქალაქო პოზიცია არაა თავსებადი ინტელექტთან? :სისტემაუნდადაინგრესსმაილიკი:
ps ამ არხზე მაინც არ კეკლუცობდეთ და ყელყელაობდეთ ყოველ შაბათს. ЧТО НАША ЖИЗНЬ ИГРА კი არა და СТЫДНО, ТОВАРИЩИ, СТЫДНО!", - წერს ნიკა გვარამია.