
ჟურნალისტი, გადაცემა "2030"-ის ყოფილი წამყვანი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ ერთერთ გამოცემას ინტერვიუ მისცა.
"დღეს ერთ-ერთმა გამოცემამ დამირეკა და ინტერვიუ მთხოვა თემაზე - დღეს რომ სააკაშვილი ყოფილიყო პრემიერი.
პირჯვარი გადავიწერე, წარმოვიდგინე და ვესაუბრე. საუბარს რომ მოვრჩი, ნიკაპი მიკანკალებდა და ძლივს ვიკავებდი ტირილს.
რა ბედნიერებაა რომ ასე არ არის", - წერს არჩილ გამზარდია.