
მსახიობი თინა მახარაძე "ფეისბუქზე" სტატუსს აქვეყნებს და იმ ნიშან-თვისებებზე წერს, რაც, მისი აზრით, ქართველ ერს ახასიათებს და რაც უკვე გამოვლინდა.
"ერი,რომელიც ვერ ხვდება, რომ ღმერთი არად დაგიდევს, კარაქი და მაიონეზი სამარხვოა თუ არა და პროდუქტების შემადგენლობისა და სიის მიხედვით არ გიწერს "ფრიადს", "დამაკმაყოფილებელს" ან ჩათვლას;
ერი,რომელიც აქეთ რხევის ამპლიტუდას აპკსა და ანუსს შორის ზომავს და იქით ავადმყოფს საწოლში **ნავს;
ერი,რომელსაც სჯერა მოსკოვის, რომელსაც, თავის მხრივ, არ სჯერა ერების ცრემლების;
ერი, რომელიც არ თესავს და მომკვას ელოდება;
ერი, რომელსაც სჯერა უფასო ფულის,
ბუნებრივია, რომ სულ იქნება ისეთი ერი, რისიც თვითონ სჯერა - უფასო ერი.
ასეთ ერს ვულოცავ დაყადაღებულ თავისუფალ აზრსა და სიტყვას, გრაფიკით მიწოდებულ ელექტრონერგიას, შიმშილს, გაჭირვებას, სიბნელეს, გაზრდილ კრიმინალს, "დე" დაუმდგარ კრიმინალიზაციას, გაუნათლებლობას, თვალსაწიერის არქონას, მსოფლიოს აქტიური რადარებიდან გაქრობას, ნარუშილოვკების სიმრავლეს, სინდისის სიმცირეს, გაუფასურებულ ფულსა და უფასო ერად დაღზევების მეოთხე წელიწადს", - წერს თინა მახარაძე.