
მსოფლიოში პოპულარული სოციალური ქსელის "ფეისბუქის" მომხმარებლებს, ბოლოს და ბოლოს, მაინც ექნებათ საშუალება, აღნიშნონ ის ფოტო ან ინფორმაცია, რომელიც არ მოეწონებათ - "ფეისბუქი" მალე ღილაკს dislike - "არ მომწონს" დაამატებს.
მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ ის დიდი ხნის განმავლობაში წინააღმდეგი იყო ამ ღილაკის, მაგრამ იმის გამო, რომ მას სულ უფრო მეტი მომხმარებელი ითხოვს, დამატებაზე მუშაობა დაწყებულია.
ამავე დროს, ცუკერბერგს არ დაუკონკრეტებია, როდიდან გამოჩნდება ეს ღილაკი უშუალოდ მომხმარებლის სამოქმედო არეალზე "ფეისბუქში". აღსანიშნავია, რომ"არ მომწონს" ღილაკის დამატებაზე საუბარი ჯერ კიდევ 2010 წლიდან მიმდინარეობს.