-
2015-09-13 13:53
ბიზნესმენი, საფრანგეთში მცხოვრები ნუგზარ სულაშვილი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ეხმიანება და წინა ხელისუფლების ოპონენტებსა და ნაწილობრივ, მხარდამჭერებსაც მიმართავს.
„ვუყურებ თბილისს, ბათუმს, ანაკლიას, მესტიას, თელავს, სიღნაღს, ყვარელს და მინდა დაგიჯეროთ, რომ მეჩვენება, მაგრამ რომ დაგიჯეროთ იმას რასაც ვხედავ მოჩვენებაა, მეც თქვენნაირი სირი უნდა ვიყო.
კიდევ გამიმეორეთ: "სულა, კარგად ჩანს ეიფელიდან"?
ყოველთვის მეცოდება ბრმა, მაგრამ - არა ბოღმით დაბრმავებული.
თქვენ ყველაზე საშიში უმადური ადამიანები ხართ. ლაჩრები და უსამართლონი, რადგან ადამინის სიძულვილმა სამშობლოც შეგაძულათ.
გაიხსენეთ, რამდენ თქვენგანს ვაკრიტიკებდი "მიშა მაგარია"-ს შეძახილითვის და ახლა რამდენ თქვენგანთან მიხდება იმის მტკიცება, რომ მიშა მართლა მაგარი იყო ამდენ ფარისველთ, რომ 9 წელი გაგიძლოთ.
თუ ოდესღაც დადგება დრო და ის ისევ თქვენი ხელისუფალი გახდება, მე ისევ ვიქნები მისი შემფასებელი კრიტიკული თვალსაზრისით, თქვენ კი ისევ მისი დამცველები გახდებით და ყოველთვის ეცდებით ჩემს გაჩუმებას, მაგრამ...
პ.ს. სიმწრით მეღიმება, ახლა როდესაც ტატრაყუნა ქალაქს ვუყურებ..."