-
2015-02-18 19:36
საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა, ირმა ნადირაშვილმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ოზურგეთის გამგებლის ავტომობილის ფოტო გამოაქვეყნა.
„ტოიოტას“ ფირმის ახალთახალი ჯიპი ფოტოზე შთამბეჭდავად გამოიყურება.
„ოზურგეთის გამგებლის ახალი მანქანა, მართლაც oh my god“, - წერს ირმა ნადირაშვილი.
ფოტოს სოციალურ ქსელში უამრავი გამოხმაურება მოჰყვა:
„სულ არ მეცინება - ეგ ჩემი ფულითაა ნაყიდი!!!“
„პრემიების არ იყოს, ესეც ნაკურთხია?“
„თოხნით იშოვა ნაბო..რმა“
„აბა მშიერო ოზურგეთელებო, როგორ ხასიათზე ხართ, ყლაპეთ შორიდან მანქანის გამონაბოლქვი, ოღონდ ფრთხილად. ნელ-ნელა შეისუნთქეთ.უცებ არ მოგახრჩოთ!“
სოციალური ქსელის მომხმარებლებმა ავტომობილის მოდელი და ფასი წამში გაარკვიეს.
2014 წლის Toyota FJ Cruiser- $27,680–$29,270 ღირს.