შალვა ნათელაშვილს მეუღლემ დაბადების დღე ლექსით მიულოცა

Image

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი 57 წლის გახდა.

 

მეუღლემ მას დაბადების დღე სოციალური ქსელით მიულოცა.

 

„როცა რაღაც გიხარია, მეც გულში ნათურა მენთება და სულს მიკაშკაშებს...

 

როცა რაღაც გწყინს, მარწუხები თითქოს გულს ევლებიან და მის გამოწურვას ცდილობენ. ასე მგონია, სითხისგან ვიცლები მაშინ...

 

როცა იღლები, ბეჭებზე დიდი ლოდი მედება და მეც მიჭირს მისი ზიდვა. ისეთ უძალობას ვგრძნობ, სად დავიხარჯე, არ ვიცი...

 

ვიცი, რომ დიდ გუნდას ეჭიდები. ეს გუნდა ბევრნაირია: თოვლის, ტალახის, წვიმის... გინდა, რომ გადააგორო. აღმართზე მარტოკა ეწევი, ეწევი... სველდები, ტალახში ისვრები.... დაღმართში კი უამრავი გამოჩნდება და დაედევნება ხოლმე ამ გუნდას, დაღმართში უკვე ადვილია, ძალისხმევა არ სჭირდება, თავისითაც მიგორავს...

 

მერე უშენოდ ზეიმობს უამრავი გამარჯვებას. შენ კი, დგახარ მაღლობზე და დასცქერი. ამასობაში მზე გიშრობს სისველეს, ტალახი ხმება და სცვივა შარვლის ტოტებიდან...

 

როცა ასეთი ალალი ხარ, მეცოდები ამ სასტიკი სამყაროსთვის.

 

ხან მინდა, ისეთი იყო, როგორც ყველა. ეგებ მარტივად სჯობდეს ცხოვრება, რომ არაფერი გაართულო.

 

მე ვიკარგები შენთან, შენში და შენს გარეშეც. ხან მგონია არც კი ვარსებობ...

 

ეგ არ მაწუხებს, მთავარია, რომ ბოლოში გახვიდე მშრალი.

 

*

 

როგორი სუფთა ხარ, როგორი მართალი,

 

როგორი მიმნდობი, გულწრფელი, ალალი

 

ხალას იუმორში ხომ არ გყავს ბადალი,

 

როგორ არ მიყვარდე, საშველი არ არის.

 

შენი სიყვარულის ტყვედ ისე მაქციე,

 

ვეღარ დაგეხსენი, სხვა გზა არ არის.

 

თუმცა ერთგულება კი იცი მაგარი,

 

მაინც ვეჭვიანობ, ნეტა ეს რა არის?!

 

შენი საქმის გამო (პოლიტიკის გამო) ხშირად მიტირია

 

ვითომ ძლიერი ვარ, ეს ასე არ არის,

 

მინდა, იმედები აღარ გაგიცრუვდეს,

 

გულს ნუღარ გაიტეხ, ეს არის რაც არის...

 

უნდა ვიჩქაროთ, რომ ბევრი რამ მოვასწროთ,

 

ხომ ხედავ, ვბერდებით, სრულდება ზღაპარი.

 

მადლიან ლოცვებში ხშირად გიხსენიებ,

 

ვიცი, შეგეწევა უფალი მაღალი,

 

დიდი სიყვარულიც ტკივილი ყოფილა,

 

ცხოვრება ესაა, ადვილი არ არის.

 

***

 

რას გადაგეკიდე? მე გადამეკიდე?

 

ამის გარჩევის დრო, დღეს სულაც არ არის - გილოცავ!“, - წერს ბელა ალანია.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !