
ენათმეცნიერი ლევან ღვინჯილია ტელეკომპანია „ჯიდიეს“-ზე ბიძინა ივანიშვილის მომავალი გადაცემის წამყვანს, მაკა ცინცაძეს „ფეისბუქის“ პირადი გვერდიდან ასე გაეპაექრა:
რამდენიმე შეკითხვა ჟურნალისტ მაკა ცინცაძეს
{ტკ „ჯიდიესის“ ახალი პროგრამის შესაძლო წამყვანს} :
„ქალბატონო მაკა!
1.ხომ არ იცით, ამ ტელეკომპანიის სახეწოდება რატომ იწერება ლათინური ასოებით?
{თუ იმის თქმას აპირებთ, რომ ესაა კომპანიის ინგლისური სახელწოდების აბრევიატურა – "ჯ–ორჯიან დ–რიმ ს–ტუდიო" ( "ქართული ოცნების სტუდია"), ამ პასუხს ვერ მივიღებ, რადგანაც ნებისმიერი უცხოური საკუთარი სახელი მშვენივრად იწერება ქართული ანბანით: "აშშ"–სა, "ობამასა", "ნოტრდამსა" და "ვაშინგტონ–ნიუიორკზე" რომ არაფერი ვთქვათ, "თიბისი", "პეესპე", "ჯიპისი", "ავერსი", "ვერსია" და "რეზონანსი" თუ იწერება ქართული ანბანით, ეს "ჯიდიესი" (GDS) “ რა გახდა ასეთი, ქართულად რომ არ იწერება?
იქნებ სხვა პასუხი გაქვთ? სიამოვნებით მოგისმენთ}.
2.{''მაესტროდან'' ჩემი წამოსვლა ''ჯი-დი-ეს''-ზე პ ო რ ტ ი რ ე ბ ა ს არ უკავშირდებოდა"–ო “ ბრძანებთ თქვენ ერთ ინტერვიუში}.
“ხომ ვერ ამიხსნით, "პორტირება" ამ შემთხვევაში რას ნიშნავს?... ეს ისაა, მაგთის აბონენტებს რომ გვეხვეწებოდნენ: "ჯეოსელზე" ან "ბილაინზე" გადმოპორტირდითო?... მერედა, სად მობილური ტელეფონის ნომერი და სად უმშვენიერესი ჟურნალისტი ქალბატონი?
3."პროექტს ამზადებს ''საზოგადოება 20-30'' “ ესეც თქვენი სიტყვებია. "20–30" თუ "2030"? იმედია, განსხვავებას ამჩნევთ?
4." მენატრებოდა დ რ ა ი ვ ი ეთერში გასვლის წინ." “ დიდი ბოდიში, ქალბატონო მაკა, მომიტევეთ ჩემი უმეცრება და დროს ჩამორჩენილობა : რა გენატრებოდათ? "დრაივი"? ( დრივე?) “ანუ: "ძლიერი და დაბალი დარტყმა ჩოგბურთში"?...და თქვენ აპირებთ, რომ ბატონ ბიძინას ამგავრი ლექსიკით ესაუბროთ? ერთი წუთით არ იფიქროთ, რომ მე თქვენს "მიჭირხვნას" ვაპირებდე. უბრალოდ ვიკითხე ის, რაც არ ვიცი; ეს კი სულაც არაა საძრახი ჩვევა.
5. და ბოლოს: "ჩემთვის საინტერესო უნდა იყოს ადამიანი, რომელიც მაკრიტიკებს, უნდა ჰქონდეს გამოცდილება და სიტყვა ეთქმოდეს." „რა ბედნიერი ვიქნებოდი, ასეთ ადამიანთა რიგებს თუ მიმაკუთვნებდით, მაგრამ, ამის მიუხედავად, მაინც მესიამოვნებოდა თქვენი პასუხების წაკითხვა (თქვენმა ინტერვიუმ 10–ჯერ მეტი კითხვა გააჩინა, მაგრამ თქვენს გადაღლას მოვერიდე.);
„დანარჩენს მაშინ მოგახსენებთ, როცა თქვენი გადაცემის სტუმარი გავხდები; და თუ ეს იქნება "მის უმდიდრესობასთან " ერთად, ხომ მთლად გადასარევი....
გუწრფელად გისურვებთ წარმატებებს“, - წერს ღვინჯილია „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.