
მომღერალ გია სურამელაშვილის რძალი სოფო სურამელაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ბაღში მომხდარი ინციდენტის შესახებ წერს.
მისი თქმით, მისი შვილი საბავშვო ბაღიდან ყურებახეული მივიდა.
„ბავშვი რომ სახლში ყურებახეული მოვა ბაღიდან, მერედა როგორი ბავშვი, თან რომ ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშაა, რომ თუ იტყვის უარესი მოუვა, ყველაფერთან ერთად სისხლი რომ სდის და ექიმი მკურნალობას უნიშნავს, გეკითხებით, რისი ღირსია ასეთი ძიძა, პედაგოგი (თუ შეიძლება ასე დავარქვათ) და გამგე პირველ რიგში?
არ უნდა მიუნგრიო თავ- ყბა და გაუერთიანო თავ-პირი??? არ უნდა დაატოვებინო სამსახური და გაუფუჭო სამუდამოდ საბუთები???
არ გავჩერდებით, ყველა ტელევიზიას, ჟურნალს, გაზეთს ჩავაყენებ საქმის კურსში, დამნაშავე უნდა დაისაჯოს!!!
ყველაფერთან ერთად, კამერების დაყენებაზე რომ უარს აცხადებენ, ნეტა რატომ? ნერვები არ გყოფნით ბავშვებთან?
დაეგდე მაშინ სახლში და შენს არეულ პირად ცხოვრებას ბავშვებს ნუ ახვევ თავზე! ეს მდაბიო, გაუნათლებელი პროვინციალი ნაგვები!!!", - წერს სოფო სურამელაშვილი.