
ტელეწამყვანი ნანუკა სპორტის სასახლეში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.
მსოფლიოს პირველ ბანს პაატა ბურჭულაძეს საკუთარ იუბილეზე მაყურებლისთვის უმრავი ბოდიშის მოხდა მოუწია.
ჯერ იყო და კონცერტზე მისულ მაყურებელს მხოლოდ ორი შესასვლელი გაუღეს, მერე იყო და ქალების საპირფარეშო არ მუშაობდა, მესამე პრობლემა ის იყო, რომ 120-ლარიანი ბილეთები 2-ჯერ და სამჯერ იყო გადაყიდული.
სცენაზე გამოსული პაატა ბურჭულაძე კი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ბოდიშს უხდიდა.
„იუბილარი პაატა ბურჭულაძესთვის საქმე რომ არ ერჩია ჩემს ახალ კოლეგას, კარგი იქნებოდა.
იუბილარის გაფითრებული სახე რომ ვნახე, დამავიწყდა, რომ უპანდუსო შენობა იყო პრობლემა. რაც შეეხება კონცერტის ორგანიზატორებს, ამ დღის შემდეგ ეცოდინებათ, რომ პური მეპურემ უნდა აცხოს. ბევრი ფული არ ნიშნავს ყველაფრის ცოდნას.
ყველაზე ნაკლებად პაატა ბურჭულაძეს ეკუთვნოდა ნერვიულობა ამ დღეს.! <3", - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
კომპანია „არტ პალასის“ მიერ ორგანიზებული, პაატა გალა-კონცერტი სპორტის სასახლეში ანშლაგით ჩატარდა. თუმცა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე რამდენიმე პირმა სპორტის სასახლე პროტესტის ნიშნად დატოვა, ვინაიდან მათთვის განკუთვნილ ადგილებამდე მისასვლელად პანდუსები არ იყო დამონტაჟებული.
მომხადრის გამო, იუბილარმა პაატა ბურჭულაძემ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ბოდიში პირადად მოუხადა.