
სპორტული ჟურნალისტი ბიძინა ბარათაშვილი ალენ დელონის ვიზიტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნას უკავშირებს.
,,ვაცნობიერებ რა საქართველოში ალენ დელონის ვიზიტის მნიშვნელობას, რაც დასტურდება მისი ვიზიტით საპატრიარქოში და დღევანდელი მიწვევით საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში, შემომაქვს წინადადება: ბარემ ვისარგებლოთ შემთხვევით, დავტოვოთ იგი თბილისში და დავნიშნოთ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე!!!
ბოლოს და ბოლოს კაცს ზორო აქვს ნათამაშები - სამართლიანობისთვის ბრძოლის სიმბოლო!!!
ევროპაც იცნობს!!! არა მგონია, ზაქარია ქუცნაშვილზე ნაკლები მომხრე აღმოაჩნდეს...“- წერს სოციალურ ქსელში ბიძინა ბარათაშვილი.