
რესჟისორი ქეთი დოლიძე პაატა ბურჭულაძის საიუბილეო კონცერტზე მომხდარ ინციდენტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„კონცერტი მშვენიერი იყო, მაგრამ ორგანიზება იყო ს ა შ ი ნ ე ლ ი!!!!
ამას ცოდნა უნდა, რომ იგივე პაატა არ ჩააგდო უხერხულ მდგომარეობაში.
2 შესასვლელიდან ძლივს შევიდა 8000 კაცი. რა იყო ეს? მოსაწვევები იყო დარიგებული და ჩემს მოსაწვევზე 4 ადამიანი მოვიდა, ონლაინზე ქონდათ ნაყიდი ბილეთი.
ავდექი და მოვითხოვე სკამი და ბოლოს ჩამიდგეს ზედ სცენასთან, საიდანაც ვერაფერსაც ვერ ვხედავდი, მაგრამ ძალიან გავიხარე მაინც ჩვენი შესანიშნავი მომღერლების და უსაყვარლესი პაატას გამო!!!!
ჰოდა, პაატა ბურჭულაძის საღამოს რომ აკეთებთ, მისი და მისი საკადრისი სტუმრების კომფორტზეც უნდა იფიქრო.
ნიკა წულუკიძე რომ არა, მე პირადად შენობაშიც ვერ მოვხვდებოდი!“, - წერს ქეთი დოლიძე.