რჩეულიშვილი: „მოვკიდებ მაიას ხელს და სულაც, წმინდა მიწაზე გადავსახლდებით, თან, ცოდვებსაც მოვინანიებთ“

Image

საქართველოს პარლამენტის ყოფილი სპიკერი ვახტანგ რჩეულიშვილი წერს, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობაზე არანაკლებ დაძაბა დანაშაულის გახსნამ და იმან, რომ დანაშაულში მოქმედი პოლიციელი ამხილეს.

  

რჩეულიშვილი წერს, რომ როცა სასამართლო დასრულდება, მეუღლესთან ერთად წავა საზღვარგარეთ, რასაც აქამდე არ აპირებდა:

 

„ვაზაგაშვილის საზარელმა მკვლელობამ (შვილის საფლავზე აფეთქებამ!) ხომ მაგრა დამძაბა, მაგრამ მისმა გახსნამ - კიდევ უარესად.

 

შევარდნაძის გუნდში ჩემი ყოფნის დროს უარესიც ხდებოდა (სამართალდამცავების მიერ მომზადებულ ტერაქტებს და მკვლელობებს ვგულისხმობ), მაგრამ თუ დღესაც ამის საშიშროება არსებობდა, ნამდვილად აღარ მეგონა.

 

მიუხედავად იმისა, რომ შევარდნაძეც და უწმინდესიც გვაფრთხილებდნენ მე და მაიას „ცენტრ-პოინტის“ დაყაჩაღების დროს,რომ ქონებას კი ნუ სტირითო, მთავარია ყაჩაღებმა არ მოგკლანო!

 

არასოდეს მომდომებია სხვა ქვეყანაში ცხოვრება და ბევრჯერ უარიც მითქვამს უცხოეთში სამუშაოდ და საცხოვრებლად გადასვლაზე. დღეს კი ვფიქრობ რა ბედნიერებაა, კატო მაინც რომ აშშ-ს მოქალაქეა, ზაზუკა კი ესპანეთში სწავლობს.

 

კომპანიის დავალიანებებს რომ გავისტუმრებთ და ეს სადისტური სასამართლო პროცესი რომ დამთავრდება, მოვკიდებ მაიას ხელს და ან მადრიდში და ან ატლანტაში წავიყვან!

 

რუსუდანს ხომ დღესვე მიიღებენ გაეროში სამუშაოდ. მაია კი ნებისმიერ ადგილასაა ბიზნესის ამწყობი- ჯერ კიდევ როდის სთავაზობდნენ მაღალანაზღაურებად ადგილს ამერიკულ სამშენებლო კომპანიაში (ჯორჯიაში).

ან სულაც წმ. მიწაზე გადავსახლდებით- იქ როგორც თავისიანს მიყურებენ მაინც. თან ცოდვებსაც მოვინანიებთ!

 

ცხადია, მანამდე თუ გავუძელით ამ საგიჟეთს: რეკეტერი ხელისუფლება, მკვლელი პოლიციელი, გამომძალველი კლიენტი, ვისაც უფულოდ უნდა ჩაიგდოს ხელში პატიოსანი გადამხდელის ფულით აშენებული ბინა, უმუშევრობა, გადარეული დიდი მეზობელი და კიდევ ვინ მოთვლის რამდენი უბედურება! გაგვაძლებინოს ყველას უფალმა!” - წერს ვახტანგ რჩეულიშვილი.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !