
მომღერალმა ეკა კვალიაშვილმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე საკმაოდ ცხარე შინაარსის მქონე სტატუსი ატვირთა.
მართალია მომღერალი სტატუსის ადრესატის ვინაობას არ ასახელებს, მაგრამ ეს გაბრაზება საეჭვოდ დაემთხვა კონკურსის „ერთი ერთში“ ფინალს, რომელშიც მისი ქალიშვილი ნუკა კვალიაშვილი მონაწილეობდა.
კონკურსის გამარჯვებული სალომე ბაკურაძე გახდა, ნუკა კვალიაშვილი კი მეოთხე ადგილზე გავიდა.
„ოოოო, როგორ მეზიზღება შეუგნებლობა და ზედმეტებში გადასვლაააააა.
ოოო რა სხვა ეკა ვხდები ასეთ დროოს, და როგორ ვიკიდებ ყველაფერს!!!!!!!!!!!!!!!!! ვისაც შეგნება არა აქვს!!!
თავზე რო გადაიფსავს ადამიანი, მე ამას უკვე ძალიან მწარედ ვუფიქსირებ!!!
მორჩა, ჯობს, დაფიქრდნენ ასეთები და აზრზე მოვიდნენ!!!გამგებმა გაიგოს!!! თორე, თუ გადავდექი, ცუდად დავუმთავრებ!!!
საერთოდ დავუმთავრებ საუბარს, ისე, რომ ვეღარასოდეს ეღირსება ადამიანური დამოკიდებულება!“ - წერს ეკა კვალიაშვილი.