
ჟურნალ „ტაბულას“ რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება ბანკირის დაქირავებასთან დაკავშირებით.
„თქვენ ვერ ხვდებით. სამუშაო ადგილებს ქმნის. 690 000 პენსიონერია საქართველოში.
წარმოიდგინეთ ყველამ რომ დაიქირავოს კონსულტანტი იმის გასარკვევად, თუ რა ვალუტაში დააბანდონ 150-ლარიანი პენსია, რამდენი სამუშაო ადგილი შეიქმნება.
(ისე ღირსი კია ბიძინა, მოქლაქეები პენსიას და ხელფასს აიღებენ თუ არა, ეგრევე დოლარი იყიდონ. მერე ნახოს ლარი სად წავა და გაასწროს ხალხს)", - წერს ჩერგოლეიშვილი.