
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთერთი ლიდერი ირმა ნადირაშვილი პატრულის დისკრედიტაციის ამსახველი კიდევ ერთი ვიდეოს გამოქვეყნებას აანონსებს.
"იმის დასტურად, რომ საპატრულო პოლიციის მიზანმიმართული დისკრედიტაცია ხდება, ხვალ კიდევ ერთ ვიდეოს წარმოგიდგენთ.
ამ შემთხვევაში ინციდენტის მონაწილე მაღალჩინოსანია. ძალიან ვწუხვარ, რომ საპატრულო პოლიცია ჩვენი უნიათო და უთავმოყვარეო მთავრობის გამო ასეთ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა.", - წერს ირმა ნადირაშვილი "ფეისბუქში"