ბექა წიქარიშვილს, შესაძლოა, 7 წლით პატიმრობა შეუფარდონ

Image

26 იანვარს, 16:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ბექა წიქარიშვილის საქმის განხილვა ჩაინიშნა. ამასთან დაკავშირებით "ფეისბუქში" რეგისტრირებულ ბექა წიქარიშვილის მხარდამჭერ გვერდზე "ბექა კრიმინალი არ არის" გამოქვეყნებულ ჩანაწერს გთავაზობთ:

 

26 იანვარს, 16:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ბექა წიქარიშვილის საქმის განხილვა ჩაინიშნა. როგორც ჩვენთვის ცნობილია, პროკურატურა საქმეზე საპროცესო შეთანხმების გაფორმებას არ გეგმავს. ამიტომაც, სავარაუდოდ, საქმის განხილვა იმ დღესვე დასრულდება. საპროცესო შეთანხმების გარეშე, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა კი ბექასთვის, მინიმუმ, 7 წლით თავისუფლების აღკვეთას ნიშნავს. 

 

მიუხედავად ნარკოდანაშაულის მიმართ არსებული არაპროპორციული სასჯელებისა, რეპრესიული პოლიტიკის შესახებ გამართული საჯარო დისკუსიისა, საზოგადოებრივი პროტესტისა და ცალკეული თანამდებობების პირების მხრიდან პრობლემის აღიარებისა, სახელმწიფოს რეალურად არ შეუცვლია საკუთარი მიდგომა ამ საკითხის მიმართ.

 

დეკლარირებული რეპრესიული პოლიტიკის მიუხედავად, პრაქტიკის ანალიზი აჩვენებს, რომ სხვა მსგავს შემთხვევებში, პროკურატურა საპროცესო შეთანხმებებს აფორმებს. თუმცა, ბექას საქმეზე, რომელმაც სახელმწიფოს ძალადობრივი პოლიტიკა საჯარო დისკუსიის საგანი გახადა და მის ირგვლივ საზოგადოების პროტესტის მობილიზება მოახდინა, ხელისუფლება განსაკუთრებით მკაცრია, რაც ჩვენი აზრით მოქმედი ნარკოპოლიტიკის შენარჩუნებისა და არსებული პროტესტის უარყოფის დემონსტრირებაა.

 

27 წლის ბექა წიქარიშვილი 2013 წლის ივნისში ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს:

 

“ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე დამაკავა პოლიციამ, როგორც თქვეს, ოპერატიული ინფორმაცია ჰქონდათ, აღმომიჩინეს მარიხუანა, ნაწილი შემდეგ ამოიღეს ჩემი სახლიდან. სამი დღე ვიყავი წინასწარი პატიმრობის საკანში.

 

შემდეგ სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით 10 000 ლარიანი გირაო შემიფარდა, სანამ გირაოს უზრუნველყოფას მოვახდენდით, 18 დღე მომიწია გლდანის ციხეში ყოფნა, მერე სახლი ჩავდეთ გირაოს უზრუნველსაყოფად და გამომიშვეს”, – ბექა წიქარიშვილი - "ნეტგაზეთს"

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !