-
2015-01-21 19:25
ადვოკატი გიორგი ონიანი იური ვაზაგაშვილის ოჯახს უსამძიმრებს და ხელისუფლებას მოუწოდებს, მკვლელობის საქმე სასწრაფოდ გამოიძიონ.
„ვუსამძიმრებ იური ვაზაგაშვილის ოჯახს, მივმართავ ხელისუფლებას, შეეშვას ღვარღვარა ცრემლების ღვრას და საქმეს მიხედოს.
სასწრაფოდ გამოიძიოს აღნიშნული ფაქტი და მისცეს შესაბამისი შეფასება.
ცხადია, რომ ბატონი იური აცხადებდა, რომ იგი „გადააგდო" ოცნების ხელისუფლებამ და დარწმუნებული ვარ ამის შესაბამისი მტკიცებულებებიც ჰქონდა, ამ მოსაზრებას მიმყარებს მთავრი პროკურორის არჩილ კბილაშვილის „ფრთიანი ფრაზა": „ჩვენ ამ ადამიანებს მადლობა უნდა გადაუხადოთ, რომ ხელისუფლებაში მოვედით."
ბატონებო ხელისუფლებიდან: „ცეცხლს ეთამაშებით და მიიღებთ ისეთ კოცონს რომელსაც ვერასდროს ჩაახშობთ. სასწრაფოდ გამოიძიეთ!!!“, - წერს გიორგი ონიანი.