-
2015-01-19 22:05
უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ მეთაური, მამუკა მამულაშვილი სოციალური ქსელიდან უკრაინაში ფულის საშოვნელად წასვლის მსურველებს მიმართავს:
„მოკლედ, ვინც ვერ გაიგო, კიდევ ერთხელ დავწერ, მე და ჩემ ბიჭებს არავინ არაფერს არ გვიხდის, არ გადაუხდია და არც გადაგვიხდის!
ვინც ფულის საშოვრად აპირებთ წამოსვლას, მე ნუ მწერთ და მირეკავთ!
დაიმახსოვრეთ, ვინც ფულს იღებს და ანგარებით ჩამოდის, თუ ჩამოვიდა აქ, უკრაინაში, ჩვენი მეგობარი ვერ იქნება!
ვერ იქნება ღირსეული ქართველი, ვისაც საქართველო არ სტკივა!
ვისაც აქ ოდესმე თანხა (ანაზღაურება) აქვს აღებული, იმაში რასაც აკეთებს, წვრთნის ვინმეს, თუ ტყვიას ისვრის, ჩემთვის და ბევრი ქართველისთვის მიუღებელია!
ჩვენ საქართველოსთვის ვიბრძვით!"- წერს მამუკა მამულაშვილი.