
16 იანვარს, ჰაკერებმა გაზეთ New York Post-ის „ტვიტერის“ ექაუნთი გატეხეს და რამდენიმე ცრუ ინფორმაცია გაავრცელეს - ამის შესახებ Associated Press იტყობინება.
ჰაკერებმა რომის პაპის სახელით მესამე მსოფლიო ომის დაწყების შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია. ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ჩინეთის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა ამერიკულ ავიამზიდს USS George Washington მოხვდა.
გამომცემლობამ მალევე გაავრცელა ინფორმაცია Twitter-ის გატეხვის შესახებ. ამის შემდეგ ცრუ ინფორმაციები წაშალეს.