
ყოფილი პატიმარი მელორ ვაჩნაძე საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრსა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მადლობას უხდის.
"ორი წელი გავიდა, რაც პოლიტპატიმრებმა "ნაციონალური მოძრაობის" საკონცენტრაციო ბანაკებს თავი დავაღწიეთ, ეს იყო საქართველოს მოსახლეობის არჩევანი, რისთვისაც (ბიძინა ივანიშვილს) მადლობას ვუხდი!!!
ასევე მადლობა "კოალიცია ქართულ ოცნებას" და ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომლის მეთაურობით დამარცხდა სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმი!!!
ყველა ყოფილ პოლიტპატიმარს და მათ ოჯახებს კიდევ ერთხელ ვულოცავ ისტორიულ გამარჯვებას!!!
მრავალ შობა-ახალწელს დაესწარით დემოკრატიულ და ერთიან საქართველოში!!!
აქვე მადლობას ვუხდი ჩვენს უწმინდესს და უმეტარესს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს და საქართველოს სამღვდელოებას, რომლებიც საპყრობილეში სულიერ სიმტკიცეს გვმატებდა!!! ყოფილი პოლიტპატიმარი და თქვენი მეგობარი: მ.ვაჩნაძე"-წერს ვაჩნაძე.