-
2015-01-15 07:16
საპარლამენტო უმცირესობის წევრი გივი თარგამაძე წერს, რომ საახალწლო ბინდი გაეფანტა და მიხვდა, რა კონტექსტში ახსენა ბიძინა ივანიშვილმა "სკოტნი დვორ" გადაცემაში "მშვიდობით, იარაღო!".
"როგორც ჩანს, საახალწლო ბინდი საბოლოოდ გამეფანტა და გონება გამინათდა. წეღან ყოვლისშემძლე მაჯლაჯუნა სკატთან მოცეკვავედ მოვიხსენიე და უცბად მივხვდი, მისი ღირსები რომ არ ვართ.
ორუელზე საუბრისას "სკოტნი დვორ"-ს გაიძახოდაო, რომ დავაბრალეთ, ჩვენ ვერ გავიგეთ ადამიანურად. "სკოტნი" კი არა, "სკატნი". ანუ, საკუთარ შუშის სახლს გულისხმობდა - "სკატნი დვორ".
აწი მშვიდად შეგვიძლია მოვიხსენიოთ, როგორც "სკატნი დვორის" მომცრო ხაზეინი. ნუ, მომცროც ამოვაგდოთ, ყველამ იცის, რომ მხოლოდ თანხობრივადაა დიდი. უბრალოდ, "სკატნი დვორის" ხაზეინი", - წერს გივი თარგამაძე "ფეისბუქში".