
დონბასში ქართველი მებრძოლები უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს იბრძვიან, ოკუპირებული აფხაზეთის მკვიდრთა ნაწილი კი - ტერორისტების მხარეს. შეიარაღებული პირი, რომელიც უნიღბოდაა, ერთი მათგანია.
"მე სოჭში დავიბადე და გავიზარდე, აქ კი სოხუმიდან ჩამოვედი", - ამბობს ის, - "ვერ გამიგია, რატომ გვიწოდებენ ჩვენ ტერორისტებს, როცა მოსახლეობა ჩვენს მხარესაა და ჩვენი ჯანმრთელობისთვის ლოცულობს? რაც ახლა დონბასში ხდება, ჩვენ უკვე გადავიტანეთ 90-იან წლებში.
აი, ახლა წინ აეროპორტია, იქ ჩვენი არაკეთილისმსურველები არიან. როცა ჩამოვედით, გვეუბნებოდნენ, რომ ისინი 3 ათასამდე არიან, მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩვენ ჩამოვედით და ცოტა ნერვები მოვუშალეთ, ისინი გარბიან და დღეისთვის ათასამდე თუ იქნებიან...
ახლა საარტილერიო მომზადება მიმდინარეობს და ბევრი ამაში რუსეთს დაადანაშაულებს, სინამდვილეში კი რასაც ხედავთ, ჩვენმა მეგობრებმა და სპონსორებმა დაგვიტოვეს - უკრაინელებმა. ყველაფერი ტროფეია (საბრძოლო ნადავლი, - რედ.). მათ იციან, რომ აქ ომი კარგს არაფერს მოუტანთ და გარბიან, იარაღს კი გვიტოვებენ...
კიდევ რა ვერ გავიგე, იცით? ჩვენ რომ გვიწოდებენ ტერორისტებს, უნიღბოებს, თვითონ ხომ არიან სპეციალურად ნიღბებით? რად უნდა ნიღაბი ოფიციალურ ხელისუფლებას?", - კითხულობს ის.