2014 წელს რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის უმოქმედობა იულია ტიმოშენკოს კისერზეა

Image

"აფხაზეთის ხმა" გთავაზობთ რუსეთის პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის ბლოგპოსტს უკრაინის ნაციონალური უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს 2014 წლის სხდომის შესახებ. 

 

ანდრეი ილარიონოვი: უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მეთაური - ზამანა, რომელიც რუსეთის ფედერაციის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევას აპირებდა, ტიმოშენკოს მოთხოვნით ნაციონალური უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს (СНБО – Совет национальной безопасности и обороны) საიდუმლო სხდომამდე ერთი დღით ადრე გაანთავისუფლეს.

 

2014 წელს, უკრაინის უმაღლესი რადის წარმომადგენელი თავდაცვის სამინისტროს საქმეების კონტროლის საკითხებში - ვლადიმირ ზამანა, რომელმაც მზადყოფნა გამოხატა რუსეთის ფედერაციის აგრესიისთვის წინააღმდეგობა გაეწია და ამ ღონისძიებისთვის მოსამზადებელი ქმედებებს ეწეოდა, СНБО-ს საიდუმლო სხდომას აღარ ესწრებოდა.

 

მის მაგივრად სხდომას დაესწრო თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი - იგორ ტენიუხი, რომელიც წინა დღით დაინიშნა და არცთუ უკანასკნელი როლი ითამაშა სხდომის მონაწილეების მიერ რუსეთის ფედერაციისთვის წინააღმდეგობის გაწევაზე უარი განცხადებაში. ტენიუხის დანიშვნა სრულიად უკრაინული ერთობის „სამშობლო“-ს (Всеукраїнське об’єднання «Батьківщина») ლიდერის - იულია ტიმოშენკოს მოთხოვნით მოხდა.

 

ამ ფაქტზე გაამახვილა ყურადღება რუსეთის პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში -ანდრეი ილარიონოვმა საკუთარ ბლოგში. გამოცემა "ГОРДОН"-ი მასალას შემოკლების გარეშე აქვეყნებს.

 

უკრაინის ნაციონალური უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ყველა წევრი უკრაინის კონსტიტუციის დამრღვევი აღმოჩნდა

 

გუშინ გამოქვეყნებული 2014 წლის 28 თებერვლის სხდომის სტენოგრამა - „უკრაინის ნაციონალური უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის გადაუდებელი ღონისძიებების შესახებ“ რამდენიმე კომენტარის გაკეთების საშუალებას იძლევა.

 

1. ამ სხდომასთან დაკავშირებული ძირითადი ფაქტები - მისი მთავარი მონაწილეები, მათი პოზიციები, მათ მიერ მოყვანილი არგუმენტები, მიღებული გადაწყვეტილებები - ძირითადად მანამდეც ცნობილი იყო. ბოლო თითქმის ორი წლის განმავლობაში. არაერთჯერ განხილულა (კერძოდ ამ ბლოგშიც), ამიტომაც რაიმე შინაარსობრივ სიახლეს უკრაინის მოვლენებზე დამკვირვებელთათვის ეს სტენოგრამა არ შეიცავს.

 

2. თუმცა, რამდენადაც შეიძლება ვიმსჯელოთ უკრაინის საზოგადოების ძირითადი ნაწილის რეაქციით, სხდომის სტენოგრამამ „აფეთქებული ყუმბარის“ ეფექტი მაინც გამოიწვია. ნათელია, ეს ეფექტი, უპირველეს ყოვლისა, გამოწვეულია გუშინდელ დღემდე ამ მოვლენასთან დაკავშირებული ირიბი მინიშნებების დოკუმენტალურად დადასტურებით. ეს მინიშნებები და ჭორები უკრაინული საზოგადოებისთვის იმდენად წარმოუდგენელი იყო, რომ დაუჯერებლად მიიჩნეოდა.

 

3. საზოგადოების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა „სამშობლოს“ ლიდერის - ტიმოშენკოს გადამწყვეტი როლი, რუსეთისთვის წინააღმდეგობის არგაწევის შესახებ:

 

„არ შეიძლება ნატოში დაუყოვნებლად შესვლის შესახებ საუბარი. ეს რუსეთის უფრო დიდ აგრესიას გამოიწვევს... ჩვენ რომ ასიდან ერთი შანსი მაინც გვქონდეს პუტინს მოვუგოთ, მე ვიქნებოდი პირველი, ვინც აქტიურ ქმედებებს დაუჭერდა მხარს. მაგრამ შეხედეთ, რა მდგომარეობაშია ჩვენი ჯარი. შეხედეთ, შეგვიძლია ყირიმში მას წინააღმდეგობა გავუწიოთ? იქ ხომ ერთი თავით მეტი ჯარისკაცი ჰყავთ რუსებს, ყველაზე თანამედროვე შეიარაღება და სრულყოფილი რუსული ბაზებია!...

 

ამიტომაც, დღეს ჩვენ მხოლოდ საერთაშრისო საზოგადოების მისამართით მუდარაღა დაგვრჩენია, რათა დავიცვათ უკრაინა. ეს ჩვენი ერთადერთი იმედია. ყაზარმიდან არ უნდა გამოვიდეს არცერთი ტანკი, არცერთმა ჯარისკაცმა ხელი არ მოკიდოს იარაღს, ან არადა ეს ნიშნავს, რომ ჩვენ დავმარცხდებით. არანაირი სამხედრო მდგომარეობა და ჩვენი მეომრების აქტივიზირება! ჩვენ პლანეტის ყველაზე მშვიდობიანი ერი უნდა ვიყოთ, მოვიქცეთ როგორც მშვიდობის მტრედები...

 

ჩვენ რაღაც არასტანდარტული სვლები უნდა მოვიფიქროთ. მაგალითად: მოვიწვიოთ ევროპის ქვეყნების ლიდერები რაიმე სამშვიდობო სამმიტზე კიევში ან ყირიმში. ჩავატაროთ კონფერენცია მშვიდობის საკითხებზე. ყველამ ერთად ვწეროთ მიმართვები გაეროში, ნატოში, აშშ-ში სამშვიდობო ჯარების შესახებ. გამოვიყენოთ ყველა დიპლომატიური კავშირები...

 

თქვენ წარმოგიდგენიათ, რა მოხდება ქვეყანაში, თუ ქალაქის ქუჩებში ტანკები და ჯავშანმანქანები იმოძრავებენ? ეს ხომ მასობრივ პანიკას გამოიწვეს. ადამიანები ხომ ქვეყნიდან მასიურად გაქცევას დაიწყებენ. წარმოიქმნება პრობლემები სურსათზე, საწვავზე...“

 

საყურადღებოა, რომ 38 ათასიანი დაჯგუფებით, რომელიც რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ჰყავდა მიმართული, ქვეყანაში შეჭრა და საბრძოლო მოქმედებების წარმოება შეუძლებელი იყო. საქართველოში შეჭრისათვის მან ასი ათასზე მეტი ჯარისკაცი გამოიყენა.

 

4. მეორეს მხრივ, მთლიანობაში პოზიტიური (მაგრამ, როგორც ქვემოთ გამოჩნდება - დაუმსახურებელი) საზოგადოებრივი შეფასება მხოლოდ ალექსანდრე ტურჩინოვის პოზიციამ დაიმსახურა. მან საბჭოს შესთავაზა გამოეცხადებინათ საომარი მდგომარეობა. მაგრამ საბჭოს სხვა წევრებისგან მხარდაჭერა ვერ მიიღო.

 

5. ჯერჯერობით კი, საბჭოს სხვა წევრების უმეტესობის პოზიციაზე აუცილებელი მსჯელობა ან როგორც მინიმუმ, მორალური პასუხისმგებლობის დაკისრება არ მომხდარა. იმ წევრების მიმართ რომლებიც საბჭოზე გამოვიდნენ სამხედრო მდგომარეობის შემოღების წინააღმდეგ და აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევაზე უარი თქვეს. კერძოდ: პრემიერ მინისტრი - არსენ იაცენიუკი, პირველი ვიცე-პრემიერი - ვიტალი იარემი, თავდაცვის მინისტრი - იგორ ტენიუხი, უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი - ვალენტინ ნალივაიჩენკო, გარე დაზვერვის ხელმძღვანელი - ვიქტორ გვოზდი.

 

6. 2014 წლის სხდომის წინააღმდეგობის არგაწევის მომხრე მონაწილეების მიერ მოყვანილი და მას მერე მრავალჯერ გამოყენებული, დღევანდელობის ჩათვლით, არგუმენტების სრული უსუსურობა კარგად აჩვენა უკანასკნელმა ორმა წელმაც.

 

სხდომაზე ითქვა, რომ მოსალოდნელია ხუთი ათასამდე უკრაინელი სამხედროს დაღუპვა (სავარაუდოდ ეს არ მოხდებოდა). იმ სამხედროების, რომელთაც ფიცი აქვთ დადებული - სიცოცხლის ფასად დაიცვან სამშობლო.

 

მათი ყირიმში გადასროლისა და წინააღმდეგობის გაწევისათვის მზადყოფნის ჩვენების შედეგად არ მოხდებოდა: უკრაინის აღმოსავლეთში რუსეთის მიერ საომარი მოქმედებების წარმართვა და ამ მხარეების ფაქტიური ოკუპაცია. ყირიმის ანექსიისას თითქმის ათი ათასამდე სამოქალაქო პირი დაიღუპა საომარ მოქმედებებში (მათ არც ფიცი დაუდიათ, არც შესაბამისი კვალიფიკაცია, შეიარაღება და მომარაგება არ ჰქონიათ).

 

ეს ხდება ბოლო ორი წლის განმავლობაში და გრძელდება დღემდე. ყირიმის ანექსიამ, აღმოსავლეთ და ცენტრალური დონბასის ოკუპაციამ სამ მილიონამდე ადამიანის ლტოლვილად გადაქცევა გამოიწვია. არის ეს სავარაუდო ხუთიათასიან მსხვერპლთან შესაბამისი? სიტუაციის განვითარების ორი შესაძლო ვარიანტიდან უკრაინის მთავრობამ 2014 წლის 28 თებერვალს აირჩია უარესი.

 

7. რუსეთ-უკრაინის საზღვარზე კონცენტრირებული რუსეთის სამხედრო კონტიგენტის რაოდენობრივი მაჩვენებლები, რომლებიც სახელდებოდა და შესაძლოა გადაჭარბებულიც კი იყო, აშკარად მეტყველებდა, რომ პუტინს არ შეეძლო ამ რიცხვოვნობით კიევზე მიეტანა შეტევა, ან მარცხენა სანაპიროს მხარეს რაიმე საომარი მოქმედებები ეწარმოებინა, არარაფერს ვამბობთ უფრო ამბიციურ გეგმებზე. იმ სხდომაზე ტენიუხმა დაასახელა რიცხვი 38 ათასი. ამ რაოდენობით შეუძლებელია რაიმე სამხედრო უპირატესობის მიღწევა. ვერც მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი ტერიტორიის ოკუპაცია მოხდებოდა და ვერც მისი რაიმე განსაზღვრული დროით შენარჩუნება.

 

შედარებისთვის - საქართველო, 12-ჯერ ნაკლები მოსახლეობით (3,8 მილიონი და 44 მილიონი უკრაინაში), ქვეყნის საბრძოლოდ ეფექტური ტერიტორიის გაცილებით ნაკლები ფართით, 20-ჯერ ნაკლები, ვიდრე უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების თეატრის არეალში. 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული იყო 100 ათასზე მეტი სამხედრო (მიუხედავად ქართული ჯარის განუზომლად ნაკლები რიცხვოვნობისა საკადრისადაც მიიღო დინგში და მწარედაც გაითვალისწინებდა. თ. ხუნდაძე).

 

1940 წელს, საბჭოთა არმიამ ბალტიისპირეთის ოკუპაციისათვის მიმართა - ესტონეთში (1,2 მლნ.) – 100 ათასი, ლატვიაში (2,5 მლნ.) – 150 ათასი, ლიტვაში - 200 ათასიანი სამხედრო დაჯგუფებები. შესაბამისად, ადმირალ ტენიუხის განცხადება - 38 ათასიანი რუსული დაჯგუფებით უკრაინაზე შეტევა იყო ან სავალალო არაპროფესიონალიზმი, ან საბჭოს არაკომპეტენტური წევრების დაშანტაჟება.

 

აქ გასათვალისწინებელია, რომ საბჭოს სხდომამდე ერთი დღით ადრე - 27 თებერვალს, სამსახურიდან გაანთავისუფლეს დე-ფაქტო თავდაცვის მინისტრი - გენერალ-პოლკოვნიკი ვლადიმირ ზამანა, რომელიც აქტიურად ემზადებოდა წინააღმდეგობის გასაწევად და წარმოადგენდა უმაღლესი რადის ოფიციალურად უფლებამოსილ პირს თავდაცვის სამინისტროზე მეთვალყურეობაში. იმავე დღესვე უმაღლესმა რადამ იულია ტიმოშენკოს მოთხოვნით მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა ტენიუხი.

 

ასეთი გადაწყვეტილების გამოა საეჭვო არც თუ შემთხვევით, 27 თებერვალს ტენიუხის დანიშვნა და მისი უმოქმედობა (დანაშაულებრივი უმოქმედობა), რომელიც შემდეგაც გრძელდებოდა.

 

ტურჩინოვს არ უნდა მოეწვია საბჭოს საიდუმლო სხდომაზე ტიმოშენკო, იმ პარტიის ლიდერი, რომელის წევრიც თავად იყო.

 

8. მიუხედავად ამისა, უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისათვის აუცილებელი გადაწყვეტილებების მიუღებლობისთვის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება უკრაინის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელ და უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარეს - ტურჩინოვს.

 

მისი პირადი ბრალი შეიძლება შემდეგ პუნქტებად ჩამოყალებდეს:

 

საბჭოს სხდომაზე ტურჩინოვმა სიტყვა მისცა საბჭოს არაწევრ (მაგრამ პარტია “სამშობლოს“ ლიდერს. პარტიისა, რომლის წევრიც იმჟამად თავად იყო) ტიმოშენკოს. მისმა გამოსვლამ, როგორც უკრაინის მომავალი პრეზიდენტობის კანდიდატის და ქვეყნის ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსისა, იმ მომენტში, სავალალოდ, გადამწყვეტი როლი ითამაშა საბჭოს მიერ აუცილებელი გადაწყვეტილების არმიღებაში;

 

ტურჩინოვმა სხდომაზე მოიწვია არა მხოლოდ საბჭოს არაწევრი ტიმოშენკო, არამედ სხვა პირებიც, რომლებიც ასევე არ იყვნენ საბჭოს წევრები. ზოგიერთი რწმუნებით 50-დე ადამიანი. ასეთი შემადგენლობით აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევის შესახებ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების მიღების ალბათობა მკვეთრად შემცირდა. ამის არგათვალისწინება ტურჩინოვს არ შეეძლო;

 

ტურჩინოვს სხდომისთვის არ უნდა გაეცნო მისი ნარიშკინთან (რუსეთი) სატელეფონო საუბრის შინაარსი, რომელიც წინასწარგანზრახვით მიეძღვნა საბჭოს სხდომაზე განსახილველ საკითხებს. საუბრის შინაარსი მიმართული იყო საბჭოს წევრების დაშინებისა და დაშანტაჟებისაკენ;

 

ტურჩინოვი არ იყო ვალდებული ამ საკითხთან დაკავშირებით მოეწვია უშიშროებისა და თავდაცვის საბჭო; მოწვევის შემთხვევაში კი არ იყო ვალდებული კენჭისყრაზე დაეყენებინა საკითხი სამხედრო მდგომარეობის შემოღების შესახებ; იმ შემთხვევაშიც კი, თუ საბჭოს წევრები არ მიიღებდნენ გადაწყვეტილებას ამ საკითხზე, იგი არ იყო ვალდებული შეესრულებინა ის. უკრაინის კონსტიტუციის 106-ე სტატიის 19-ე პუნქტის თანახმად, უკრაინის სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღების განსაკუთრებული პრეროგატივა ეკუთვნის მხოლოდ უკრაინის პრეზიდენტს და არავის სხვას (პრეზიდენტი... იღებს გადაწყვეტილებას უკრაინის შეიარაღებული ძალების გამოყენების შესახებ, უკრაინაზე შეიარაღებული აგრესიის შემთხვევაში).

 

უფრო მეტიც, პუნქტი 31 უკრაინის კონსტიტუციის იმავე 106-ე სტატიისა - უკრაინის პრეზიდენტს არ შეუძლია გადასცეს თავისი უფლებამოსილებანი სხვა პირებს ან ორგანოებს. მაგრამ ტურჩინოვმა სწორედ ეს გააკეთა - გადასცა თავისი, როგორც პრეზიდენტის (ან როგორც პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის) უფლებამოსილება უკრაინის შეიარაღებული ძალების გამოყენებისა, უკრაინის წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის შემთხვევის ნაწილში, სხვა ორგანოს - ნაციონალური უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს (СНБО – Совет национальной безопасности и обороны), რომელსაც მსგავსი უფლებამოსილებების განხორციელების უფლება არ გააჩნია. (იხ. უკრაინის კონსტიტუცია, სტატია 107);

 

ამგვარად. ტურჩინოვმა უხეშად დაარღვია უკრაინის კონსტიტუციის 106-ე სტატიის 1, 19, 31 პუნქტები. ასევე მისი შემდეგი სტატიები: 2, 17, 65, 73, 102.

 

9. უკრაინის კონსტიტუციის მე-2, 17, 65, 73-ე სტატიების დამრღვევები აღმოჩდნენ 2014 წლის 28 თებერვლის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომის ყველა მონაწილე. უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს წევრებმა, რომლებიც იმ მომენტისათვის სახალხო დეპუტატები იყვნენ, ასევა დაარღვიეს უკრაინის კონსტიტუციის 79-ე სტატია. ასევე, მათ მიერ დარღვეული იქნა რამდენიმე მუხლი უკრაინის კანონისა თავდაცვის შესახებ.

 

10. უკრაინაში გავლენიანი პოლიტიკური ძალების არსებობა, რომელთაც მიიღეს, და შემდგომ ბოლო ორი წლის განმავლობაში იცავდნენ მთავრობის გადაწყვეტილებების მართებულებას ყირიმის (შემდგომ კი - აღმოსავლეთ და ცენტრალური დონბასის) დათმობის შესახებ, ამჟამად კი ამართლებენ ამ გადაწყვეტილებებს და აგრძელებენ მათ დაცვას უშიშროებისა და თავდაცვის ნაციონალური საბჭოს 2014 წლის 28 თებერვლის სხდომის სტენოგრამის გამოქვეყნების შემდეგაც - ადასტურებს უფრო ღრმა პრობლემის არსებობას, ვიდრე ყბადაღებული „უბრალო“ არაკომპეტენტურობა, განსაცვიფრებელი კორუფცია, უკრაინის კონსტიტუციის უხეში დარღვევა და/ან ნაციონალური ინტერესების ცინიკური ღალატია. ამის შესახებ კი - სხვა დროს მოგახსენებთ.

 

მოამზადა თემურ ხუნდაძემ, სპეციალურად "აფხაზეთის ხმისთვის"

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !