ვინ არიან „კანონიერი ქურდები“: როგორ შექმნა სუკ-მა ეს ინსტიტუტი და როგორ იყენებდა მას

Image

"აფხაზეთის ხმა" გთავაზობთ რუსულ საიტზე "ოხრანა.რუ" ჯერ კიდევ 2011 წელს გამოქვეყნებულ სტატიას, სადაც განხილულია, საიდან მოდის "კანონიერი ქურდის" ინსტიტუტი, რა წვლილი მიუძღვის მის შექმნაში სსრკ-ს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს, ვის და რაში სჭირდებოდა "კანონიერი ქურდის" ინსტიტუტი,ხ როგორც ასეთი და რა უნდა გაკეთდეს მის წინააღმდეგ ბრძოლისთვის.

 

საიტზე კრიმინალური ავტორიტეტების წინააღმდეგ ბრძოლის რეალურ მაგალითად მაშინდელი საქართველოა დასახელებული და აღნიშნულია, რომ ის, რაც საქართველოში ამ კუთხით გაკეთდა, რუსეთში მხოლოდ ოცნებაა:

 

"მუხლი 223 _ „კანონიერი ქურდი ისჯება თავისუფლების აღკვეთით 10 წლამდე და ქონების კონფისკაციით“; „კანონიერი ქურდების მხარდაჭერა ისჯება 5 წლით თავისუფლების აღკვეთითა და ქონების კონფისკაცით“... ეს არის ამონარიდი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლიდან, რომელიც რუსეთის ოპერატიულ სამსახურებს ოცნებად ექცათ.

 

„ქურდულ გაგებაში“ არ ითვლება

 

საქართველოში არ არის ორგანიზებული დანაშაული - ღრმად დარწმუნებულია პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც აცხადებს „საქართველოში თავისუფლებაში არ იმყოფება არც ერთი კანონიერი ქურდი.ყველანი ციხეში არიან, რადგან ჩვენთან ისეთივე მკაცრი კანონები მოქმედებს, როგორც ამერიკაში.“ ლიდერის ასეთი თამამი განცხადება სავსებით შესაძლებელია კავკასიური მენტალიტეტისთვის მიგვეწერა, რადგან ჯერ კიდევ ბევრს ახსოვს ის დრო, როცა საქართველოს ხელისუფლებაზე უდიდეს განვლენა ახდენდა კანონიერი ქურდი ჯაბა იოსელიანი.

 

ის ხმამაღლა აცხადებდა, რომ მილიციის განყოფილებებს უნდა ხელმძღვანელობდნენ კრიმინალური ავტორიტეტები, თუ გვინდა, რომ გავაკონტროლოთ დანაშაული. თუმცა საქართველოში ასეთ თამამ ექსპერიმენტამდე საქმე არ მისულა, სამაგიეროდ, თანამდროვე სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილია სტატია, რითაც ისჯება ის პიროვნებაც კი, რომელიც სიტყვიერად აღიარებს ქურდულ კანონებს და გამოხატავს მათდამი კეთილგანწყობას. საქართველოში ესეც საკმარისია სასამართლოსთვის, რომ ავტორიტეტი 10 წლით ციხეში გამოამწყვდიოს.

 

ქართულ მართლწესრიგთან ყველაფერი გარკვეულია. იქ, ოკეანისგაღმა კერპის მსგავს სახელმწიფოს აშენებენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სხვა, ერთ დროს ძმურ რესპუბლიკაშიც, მსგავსი კონტურები იკვეთება. ბელორუსში, სადაც ანტიამერიკული განწყობები საეჭვო აღარ არის, თურმე არ დარჩენილა თავისუფლებაზე მყოფი არც ერთი კანონიერი ქურდი. ამის შესახებ ღიად განაცხადა რესპუბლიკის შსს-ს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ მიხაილ ბიტიუკოვმა.

 

კრიმინალურმა ავტორიტეტებმა სასწრაფოდ დატოვეს რესპუბლიკა მას შემდეგ, რაც ალექსანდრ ლუკაშენკომ დამნაშავეთა სამყაროს ბრძოლა გამოუცხადა. ბატკამ, როგორც პრეზიდენტს ბელორუსში უწოდებენ, ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე განაცხადა: „სეიფში მაქვს ადგილობრივი კრიმინალური ლიდერების სია. თუ ისინი მოინდომებენ დაბრუნებას, მყისიერად აღმოჩნდებიან ციხეში!“ ამ დანაპირების სიმტკიცის გადამოწმებას არავინ აპირებს, რადგან ის ლიდერები, ვინც რესპუბლიკაში დარჩნენ, მართლაც ციხეში არიან გამომწყვდეულნი და სასჯელს სხვადასხვა მუხლით იხდიან, დანარჩენები საზღვარგარეთ ცხოვრებას ამჯობინებენ, მათგან ძირითადი ნაწილი - რუსეთში.

 

რუსი კანონმდებლებისთვის კანონერ ქურდებთან ბრძოლის ეს მეთოდი აუხდენელ ოცნებად რჩება. ამაზე ბევრი სამართალდამცავი ჩივის და მათ შორის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს უმაღლესი თანამდებობის პირებიც. დიდი ხანია საუბრობენ „კანონიერი ქურდის“ სტატუსის იურიდიულად დაკანონების შესახებ, მაგრამ საქმე არ იძვრის. კრიმინალურმა ავტორიტეტმა საჯაროდ და ღიადაც რომ აღიაროს ქურდული სამყაროს წევრობა და მისი მხარდაჭერა, სასამართლოსთვის ამას არავითარი მნიშვნელობა არ ექნება. ამ შემთხვევაში აუცილებელია სუბიექტის კრიმინალური მოღვაწეობის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენა და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება საკითხის სერიოზული განხილვა დაიწყოს.

 

ტიტულს ფულით ვერ იყიდი

 

საზოგადოებაშიც და ძალოვან სტრუქტურებშიც არ არსებობს სრული განმარტება სტატუსისა „კანონიერი ქურდი“. მაგალითად, რუსეთის ფედერაციის შს მინისტრის მოადგილემ ოლეგ საფონოვმა განაცხადა: „ჩვენი მონაცემებით, კანონერი ქურდის სტატუსს 184 მოქალაქე ფლობს. ამასთან რამდენიმე ასეული ავტორიტეტი საკუთარ თავს კანონიერ ქურდს უწოდებს, სინამდვილეში კი თვითმარქვიაა.“ დამეთანხმეთ, თუკი გენერალი ამას აცხადებს, გამოდის, რომ იგი თავად აღიარებს ამ სტატუსს და ესმის, ვინ არის მისი მფლობელი.

 

უკანასკნელ პერიოდში ამ უმაღლესი წოდების მიღების წესმა ტრანსფორმაცია განიცადა. ზოგიერთი კანონიერი ქურდი დაკავებულია ბიზნესით, ზოგიერთი კი ამ წოდებას იღებს ისე, რომ არც ერთხელ ნასამართლევი არ არის. ამის ნათელი მაგალითია „თენგო სამტრედიისკი“, რომელმაც დაკავებისას განაცხადა, რომ არც ერთხელ ნასამართლევი არ არის და ეს წოდება საკუთარი დამსახურებებისთვის მიანიჭეს.

 

რაში გამოიხატება ეს დამსახურებები? თენგო აღიარებს ქურდულ კანონებს, სისტემატურად ჩადის დანაშაულს, რაიმე „უწესობაში“ შემჩნეული არ ყოფილა. საინტერესოა, რომ მას ორჯერ შესთავაზეს კანონიერ ქურდად კურთხევა, მაგრამ უარი თქვა, რადგან ავტორიტეტს იხვეჭდა. ამჟამად თენგო უკვე გასამართლებულია და თემაც დაიხურა.

 

- საუბარი იმაზე, რომ კანონიერი ქურდები ტიტულს ყიდულობენ, იმ ადამიანებისგან მოდის, ვინც ცუდად იცნობს ამ საკითხს,- განმარტავს პოლკოვნიკი გრიგოლ ფილიპოვი, რომელსაც რუსეთის ფედერაციის შსს-ში ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ოცწლიანი სტაჟი აქვს, - თავად ქურდულ ორდენში შესვლისა და კანონიერ ქურდად კურთხევის რიტუალი არ უშვებს რაიმე სახის ფინანსურ შენატანს, შემოწირულებას.

 

კი, ადამიანებს შეუძლიათ, „ობშიაკში“ შეიტანონ ანდა ჩარიცხონ რაღაც „გრევი“, მაგრამ ეს არ არის გარანტია იმისა, რომ მათ კანიდატურას განიხილავენ კრიმინალური ავტორიტეტების „სხოდკაზე“. ჯიბიდან ჯიბეში მაყუთს არავინ ჩაიდებს, ამიტომ ეს საუბრები ტიტულის ყიდვაზე, ლიმონებსა და ა.შ. სრული ბოდვაა. ფულით ქურდის ტიტულს ვერ იყიდი, განსხვავებით თანამდებობისგან სახელმწიფო სტრუქტურაში.

 

„არაქურდად დატოვება“ და „პროშლიაკში“ გადაყვანა კი ძალიან ხშირია. ასეთი „პროშლიაკი“ იყო კოლორიტული კანონიერი ქურდი პიგალიცა - იგივე ვალერი შერბაკოვი. ის დაიბადა ზონაზე, ქურდად აკურთხეს ცნობილმა ავტორიტეტებმა ვალოდია ბრილიანტმა და მიშა ჩერქეზმა. მან ისიც კი მოასწრო, ეცხოვრა ე.წ. ქურდულ რესპუბლიკაში...

 

ეს იყო ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, როცა ზონაზე, ერთ-ერთი ბუნტის შემდეგ კრიმინალებმა გაანეიტრალეს ბადრაგი და მილიცია და დიდხანს ცხოვრობდნენ თავისი კანონებით. საინტერესოა ისიც, რომ პიგალიცა სიცოცხლის ბოლო წლებში ფლობდა მაღაზია სალონს „ანტიკ“, ხოლო სახლში ჰქონდა ფერწერული ტილოების საკმაოდ კარგი კოლექცია: აივაზოვსკის, ვერშჩაგინისა და ბრიულოვის ორიგინალური ტილოები.

 

არაქურდად დატოვების შემდეგაც მას ძალიან დიდ პატივს სცემდნენ და მის აზრსაც აფასებდნენ, თუმცა არც „სხოდკებზე“ იწვევდნენ და არც მასთან მეგობრობას ახმაურებდნენ. 75 წლის პიგალიცა მოსკოვში გარდაიცვალა. მან გამოიარა სტალინის გულაგიც,ხრუშჩოვის ამნისტიაც და საბჭოთა კაგებეს დანგრევის წლებიც.

 

ამ საკითხზე სრული გაუგებრობაა შსს-ს თანამშრომლებს შორის, რადგან მათ ჯერ კიდევ ვერ გაურკვევიათ, ვინ უნდა ჩაითვალოს „კანონიერ ქურდად“. ეს გაუგებრობას იწვევს სტატისტიკაშიც, კერძოდ, თუ მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ქვეყანაშია 184 კანონიერი ქურდი, მისი ქვეშევრდომები მათ რიცხვს 1500-მდე ითვლიან.

 

ძალიან დიდი სხვაობა ხომ არ არის? რატომ არა აქვს ზუსტი სურათი და საერთო აზრი იმათაც კი, ვისაც სპეცკონტინგენტთან მუშაობა ევალება? ასე ხომ შეუძლებელია კანონიერი ქურდების პრობლემის გადაჭრა, მაგრამ იქნებ ეს ამოცანა სულაც არ დგას ძალოვანი უწყებების დღის წესრიგში?

 

შესაძლებელია, თუ არა ცვლილებები შევიდეს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსში?

 

ალბათ, დღეს ეს უპრობლემოდ შეიძლებოდა, რადგან საამისოდ ჩამოყალიბებულია საზოგაოდბერივი აზრიც, მზადაა მილიციაც და პროკურატურაც. თუმცა, ვფიქრობთ, ეს შეუძლებელია. რატომ? ამ კითხვას რომ უპასუხო, ქურდული მოძრაობის ისტორია უნდა გააანალიზო.

 

ქვეყნისათვის, რომელიც ეკლიანი მავთულხლართით იყო შემოსაზღვრული ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე, პატიმრების შრომა ეკონომიკური კეთილდღეობის ძირითადად შემადგენელ ნაწილად ითვლებოდა. ისინი აშენებდნენ არხებსა და ქარხნებს, ნავთობსადენებსა და რკინიგზას, მე-20 საუკუნის ნომრიანი მონების ეფექტური მუშაობა კი სახელმწიფო მნიშვნელობის ამოცანად იყო ქცეული. მრავალმილიონიან გულაგებს მსოფლიოში ყველაზე მძლავრი სადამსჯელო მანქანა იცავდა.

 

თუმცა არც ის იყო ყოვლისშემძლე და ბნელ ბარაკებსა და ვიწრო, უჰაერო საკნებში პატიმრები ხშირად უკონტროლოდ რჩებოდნენ. სწორედ ამ პრობლემის გადაჭრის მიზნით, სპეცსამსახურებში შეიმუშავეს გეგმა- შეექმნათ არაფორმალური ლიდერები დამნაშავეთა სამყაროს გაკონტროლების მიზნით. იდეა ორიგინალური არ არის, მაგრამ რუსეთში სულ სხვა განვითარება ჰპოვა. შესაძლებელია, მაშინ თავად ქურდებიც კი ვერ ხვდებოდნენ, რაოდენ მაღალ პოლიტიკურ მისიას ასრულებდნენ.

 

ალბათ ამაზე არ ფიქრობდა არც ზონის ადმინისტრაცია, ოპერმუშაკები თუ ბადრაგი. სამაგიეროდ, ამ ფაქტორს შესანიშნავად იყენებდნენ მათი უფროსი ძმები ლუბლიანკიდან, ინტრიგების ოსტატები, რომლებიც „სოციალური გუმანის“ წყალობით ახერხებდნენ შექმნილი სისტემით მანიპულირებას.

 

ავტორიტეტების აღორძინების ხანა „პერესტროიკის“ პერიოდს უკავშირდება. ალბათ, ზოგიერთები აქ ეკონომიკურ საფუძველსაც იპოვიან - ქურდები ხომ დაკავშირებული იყვნენ ჩრდილოვან ბიზნესთან და გაძლიერდნენ „ცეხავიკებისა“ და პირველი კოოპერატივების ხარჯზე. ეს არცთუ უსაფუძვლო ვერსიაა, მაგრამ მთავარი ეს არ არის. იმ დროს, ცხოვრების რეალობას კატასტროფულად ჩამორჩენილი კანონები, რუსეთში ნოყიერ ნიადაგს ქმნიდა იმისათვის, რომ კრიმინალი გაზრდილიყო და ბიზნესის კეთება სიცოცხლისთვის სახიფათო გახდა.

 

ამიტომაც ბიზნესმენები ჩრდილში რჩებოდნენ და ფრონტის წინა ხაზზე უშვებდნენ მათ, ვისაც დანის პირზე სიარულის გამოცდილება ჰქონდა - კანონიერ ქურდებს, კრიმინალური სამყაროს ავტორიტეტებს. მათ ბიზნესის კეთება არ იცოდნენ, მაგრამ სამაგიეროდ ბრძოლაში პირველ დარტყმას საკუთარ თავზე იღებდნენ. სწორედ ამიტომ უკავშირდება 90-იანი წლების დასაწყისს გახმაურებული მკვლელობები, სისხლიანი გარჩევები, სადაც კრიმინალური სამყაროს ლეგენდები იყვნენ ჩართულნი.

 

1273 კანონიერი ქურდი და ყველაზე გავლენიანი კლანები

 

21-ე საუკუნის დასაწყისში ქურდული სამყარო ეფექტურად შეიცვალა. თითქმის არ დარჩნენ ისეთები, ვისაც არ ჰქონდა მდიდრული სასახლეები, ძვირფასი მანქანები და საკუთარი ბიზნესი. თითქოს ყველაფერი იქით მიდიოდა, რომ ქურდული ტრადიციები უნდა გამქრალიყო და მასთან ერთად უნდა აღგვილიყო პირისაგან მიწისა ქურდული კლანებიც.

 

თუმცა მსგავსი არაფერი მომხდარა. 90-იანი წლების ბოლოს ნაცნობმა ოპერმუშაკმა კანონიერ ქურდს სერგეი სიბირიაკს შემახვედრა. სასტუმრო „შერატონის“ რესტორანში სამი საღამო ვესაუბრებოდი ცნობილ ავტორიტეტს, რომელმაც თავის დროზე ბუტირსკის ციხეში სკანდალურად ცნობილი ბანკეტი მოაწყო. ასე აღნიშნა მან წინასწარი დაკავების საკანში მყოფი ნაცნობის დაბადების დღე. სიბირიაკი ჩემს კითხვებს პასუხობდა და მოვლენებებს აფასებდა.

 

როცა ვკითხე, რას ფიქრობს იმაზე, რომ ბევრი კანონიერი ქურდი კომერსანტის დონეზეა გასული, მან ბანალურად მიპასუხა: „თამაშის წესებს ჩვენ კი არა, ცხოვრება ცვლის, თუ გინდა გადარჩე, ამასთან შეგუება მოგიწევს!“ ახალი საუკუნის დასაწყისში კანონიერი ქურდები თითქმის მიივიწყეს. თითქოს მათ წარსულში გადაინაცვლეს სისხლიან გარჩევებთან, მოსკოვის ცენტრში მკვლელეობებთან, ადამიანების გატაცებასთან და რეკეტთან ერთად. თუმცა ეს მხოლოდ ილუზია იყო. ერთნი წავიდნენ, სხვები მოვიდნენ. მოვიდნენ ისინი, ვინც იცოდა ფულის ლამაზად ხარჯვა და საკუთარი მიზნების მიღწევა. 

 

 

– ყველაზე გავლენიანი ქურდული კლანი დღეს გახლავთ დედ ჰასანისა და შაქრო მოლოდოის დაჯგუფება, - განმარტავს პოლკოვნიკი გრიგოლ ფილიპოვი, - მას შემდეგ რაც უცნობებმა 90-იანი წლების ბოლოს რუდოლფ ოგანოვი - რუდიკ ბაკინსკი ჩაცხრილეს, სწორედ ისინი გახდნენ ლიდერები და ფაქტობრივად ყველა საკითხს ისინი წყვეტენ. სხვათაშორის, 2004 წელს შაქრო ესპანეთში დააპატიმრეს, რამდენიმე ადგილობრივი კანონის დარღვევისთვის,თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მისთვის, ეხელმძღვანელა მობილური ტელეფონის საშუალებით.

 

ჩვენი მონაცემებით, დღეს რუსეთში 1273 კანონიერი ქურდია. ზოგიერთი მშვიდად ცხოვრობს, საქმეს ჩამოშორებულია, სხვები პირიქით, მოქმედი ქურდია, ესენი ძირითადად გახლავთ კანონიერი ქურდები ჩრდილოეთ საქართველოდან. ისინი შედიან ბინებში, ძარცვავენ ავტომობილების მძღოლებს, თავს ესხმიან მოქალაქეებს. მათი უმრავლესობა მუდმივად ცხოვრობს მოსკოვში. დღეისათვის მათი რაოდენობა 400-სს აღწევს.

 

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მზადდება პროექტი ფედერალური პროგრამის „რუსეთის ფედერაციაში ორგანიზებულ დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ 2009-2014 წლებში“ ფარგლებში.
ამ ღონისძიებამ, პროექტის ავტორების აზრით, უნდა განდევნოს კანონიერი ქურდები სათბობ-ენერგეტიკული სექტორიდან, სატყეო მრეწველობიდან, სათამაშო, სპორტული და სამშენებლო ბიზნესიდან.

 

შესაძლებელია, პროექტი მართლაც მიიღონ, მაგრამ რამდენად ეფექტური იქნება იგი, თუკი ქვეყანაში დღემდე არ არსებობს კანონი, რომლითაც რეგულირდება ორგანიზაციულ დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლა?

 

რამდენად შესაძლებელია, რომ ჩვენი ეკონომიკა, ერთ მშვენიერ დღეს, აღარ იყოს კრიმინალური და ჩრდილოვანი? შესაძლებელია თუ არა, რომ ხვალ ყველა ფინანსურმა სტრუქტურამ უარი თქვას ორმაგ ბუღალტერიაზე და გამჭვირვალე გახდეს? და თუკი ქურდები ციხის გარეთ ახერხებენ, მოერგონ ერთმანეთსა და შექმნილ ვითარებას, იზოლატორებსა და ციხეებში, ეს უბრალოდ შეუძლებელი იქნება. ქვეყანაში, სადაც პატიმრების როდენობა ერთ სულ მოსახლეზე მსოფლიოში რეკორდებს ამყარებს, ყოველთვის საჭირონი იქნებიან კანონიერი ქურდები ციხეების გასაკონტროლებლად მათთვის, ვისაც ძალაუფლების შენარჩუნება სურს.

ქურდული კანონები და ახალი „კანონიერი ქურდები“

 

კანონიერი ქურდი ვალდებულია, იცხოვროს და დაალაგოს თავისი ურთიერთობები საზოგადოებასთან კრიმინალური სამყაროს მკაცრად განსაზღვრული კოდექსისა და კანონების შესაბამისად. მას არა აქვს უფლება, იმუშაოს სახელმწიფო სტრუქტურებში, თავად უნდა ჩაიდინოს ანდა დაგეგმოს დანაშაული, ჩარიცხოს ფული „ქურდულ ობშიაკში“, უნდა იყოს ნასამართლევი, ჰქონდეს პრობლემები კანონთან და კონფლიქტის შემთხვევაში გამოვიდეს, როგორც მომრიგებელი მხარე.

 

ქურდების ვიწრო შეკრებებზე განიხილება შემდეგი საკითხები: სპეცდაწესებულებებისა და საგამოძიებო იზოლატორების მომარაგება საკვები პროდუქტებით, ტანსაცმლითა და სხვა აუცილებელი ნივთებით ე.წ. „ზონის გრევით“. განიხილება იმ ადამიანის კანდიდატურა, რომელსაც ავტორიტეტი წარადგენს და სთავაზობს კრებას უწოდონ მას „ბრატი“ , ანუ „მონათლოს“. განიხილება „მაყურებლის“ კანდიდატურა რუსეთის რომელიმე რეგიონში. ასევე შეიძლება განიხილონ დაჯარიმებული ანდა შერცხვენილი კანონიერი ქურდის საკითხი.

 

ასეთი ქმედებები შეიძლება იყოს ზონის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობა ანდა სპეცსამსახურებთან კონტაქტი. განსჯის საგანია ასევე ვალების არ დაბრუნება, „ქურდული ღირსების“ არდაცვის სურვილი, „ობშიაკის“ ფულის მითვისება და სხვა ასეთი „ცოდვები“.

ინფორმაცია განსჯისათვის

 

1926-1940 წლებსი სსრ კავშირის უშიშროების კომიტეტმა მიიღო რამდენიმე საიდუმლო დოკუმენტი, სადაც განხილული იყო რეკომენდაციები დანაშაულებრივ სამყაროში, ქურდული ბანდებსა და კლანებში თანამშრომლების ჩანერგვის მეთოდების შესახებ შიდა და გარე დაზვერვის წარმოების მიზნით.

 

განსაკუთრებით იყო აღნიშნული ჯიბის ქურდების მოღვაწეობის სპეციფიკა, რომლებიც კარგად იყვნენ ორგანიზებული და კოორდინაცია ჰქონდათ მთელ კრიმინალურ სამყაროსთან. სწორედ მათგან ჩამოყალიბდა ქურდული საძმოები, რომელიც მოგვიანებით კანონიერი ქურდების მოძრაობად გარდაიქმნა.

 

1990-დან 1999 წლებში გარჩევებში მოკლეს ანდა დაქირავებული ქილერების ხელით მოიცილეს კანონიერი ქურდები გლობუსა, კალინა, კვეჟო, ტოიორი, ფიფია, ზვერი, როსტიკა, გოგა ერევანსკი, სერგეი სიბირიაკი, არსენ მიქელაძე, სულთან დაუდოვი, კრიმინალური ავტორიტეტები სილვესტერი, ნიკოლაი სულეიმანოვი, სტაროსტინი, ფლოროვი, სუხოი, მანსურა, ზავადსკი, ბობონი, ზაიაცი და ათობით სხვა.

 

კანონიერი ქურდების ყველაზე დიდი „სხოდკა“ 1998 წელს, როსტოვის ოლქში, ქალაქ შახტიში შედგა. მასში 100-ზე მეტმა ქურდმა მიიღო მონაწილეობა. ისინი განიხილავდნენ „მიმდინარე საკითხებს“: პრეტენდენტების კურთხევა, არაქურდად დატოვება, „მაყურებლებს შორის „ზონების“ განაწილება. განიხილებოდა აგრეთვე ქურდების მოძრაობის დაუყოვნებელი კომერციალიზაციის საკითხიც. აბსოლუტური უმრავლესობით ეს პრობლემა გადაჭრილი იქნა და არავინ ამის გამო არ დასჯილა. 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !