
ფილმ"ფორსაჟის" ერთ-ერთ ეპიზოდს საქართველოში გადაიღებენ. გადაღებები აგვისტოს თვეში დაიწყება.
როგორც ცნობილი გახდა, მთელი ფილმის განმავლობაში მოქმედებები საქართველოში ხდება. აღნიშნული
ინფორმაცია სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა იმედის დილის გადაცემაში
დაადასტურა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, თბილისს ჰოლივუდიდან 200-მდე სტუმარი ეწვევა. ამასთან, ჩამოჰყავთ სპეცტექნიკა,
მათ შორის სპეცტრაილერი, რომელიც ფილმის სიუჟეტის თანახმად, ბეთანიაში დიდი სიმაღლიდან გადავარდება. რაც
შეეხება ბიუჯეტს, თბილისში გადაღებებზე 5 მლნ დოლარის დახარჯვა იგეგმება.