
ცნობილმა ქართველმა მომღერალმა სოფო ნიჟარაძემ შინ, აკომპანიმენტის გარეშე შესრულებული უკრაინის სახელმწიფო ჰიმნი უკრაინელ ხალხსა და მეგობერბს მიუძღვნა.
"მე მქონდა პატივი, უკრაინის ჰიმნი კიევში შემესრულებინა. ძალიან მინდა, იგივე გავაკეთო ახლაც. მე თქვენთან ვარ, ჩემო უკრაინელო მეგობრებო! სიყვარულით – საქართველოდან!", – ეს სიტყვები სოფო ნიჟარაძემ ინგლისურად დაწერა და ვიდეო "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
კომენტარებში ქართველ მომღერალს უკრაინელი მეგობრები და, უბრალოდ, მისი ნიჭის თაყვანისმცემლები მადლობას უხდიან თანადგომისათვის.
ვიდეოს სანახავად დააკლიკეთ ფანჯარას შესაბამისი წარწერით