-
2014-10-07 16:40
საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ მერიის მაღალჩინოსნებზე დანამატის გაცემასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ 24-საათიანი მუშაობა უწევთ და მიაჩნიათ, რომ საჯარო მოხელეს უნდა ჰქონდეს ანაზღაურება.
„ეს თანხები 2014 წლის ბიუჯეტში იმთავითვე იყო გათვალისწინებული. ამ თანხების გაწევა არ ხდება იმ 30 მლ. საკრედიტო ხაზიდან, რომელიც მერიას საკრებულომ დაუმტკიცა. ამასთან დაკავშირებით მოსახლეობა უკვე არაერთგზისაა ინფორმირებული, რომ აღნიშნული თანხებიდან სოციალური, ბინათმესაკუთრეთა და ოლიმპიური სოფლის ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება.
რაც შეეხება ჩვენს დამოკიდებულებას, გუნდს აღებული გვაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა მოსახლეობის წინაშე და ორიენტირებულები ვართ შედეგზე.
აქედან გამომდინარე გვიწევს 24–საათიანი მუშაობა და მიგვაჩნია, რომ საჯარო მოხელეს უნდა ჰქონდეს შესაბამისი ანაზღაურება“,- განაცხადა რიმა ბერაძემ, თუმცა არ დაუკონკრეტებია ასეთ რა 24-საათიან შრომას ეწევიან მერიის თანამშრომლები, რომ თბილისელები მათ ზრუნვას ვერაფრიდან ვერ გრძნობენ.