-
2014-10-06 21:56
თამთა ყუბანეიშვილის თქმით, მისი და სოზარ სუბარის ჰარმონიული ურთიერთობა მათ შორის ასაკობრივი სხვაობის დამსახურებაა.
„მე და სოზარი ერთმანეთს პროფესიამ დაგვაკავშირა. სოზარი მაშინ „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტი იყო.
ადამიანის უფლებების საკითხებზე ამზადებდა რეპორტაჟებს, ჩვენი პროფესიული ურთიერთობა ნელ-ნელა სასიყვარულო ურთიერთობაში გადაიზარდა. ადამიანი, რომლებიც ჩვენს ირგვლივ ტრიალებდნენ, ჯერ კიდევ მანამდე გრძნობდნენ ამას, ვიდრე თავად გავარკვევდით რამეს.
თავიდან ამაზე გვეცინებოდა, მაგრამ შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ უერთმანეთოდ წუთითაც ვერ ვძლებდით, ჩვენ ერთმანეთს უნდა დავკავშირებოდით. იყო ასაკობრივი სხვაობა 18 წლით ვარ სოზარზე უმცროსი, მე 32-ის ვარ სოზარი 50-ის ხდება, მაგრამ ჩვენი ურთიერთობის მთელი ხიბლი, ჰარმონიულობა სწორედ ამაზე დგას.
არ მინდა, ძალიან ხმამაღალი ნათქვამი გამომივიდეს, მაგრამ ჩვენ იდეალურად ვავსებთ ერთმანეთს. სხვათა შორის სოზარი სამივე ბავშვის მშობიარობას დაესწრო. მე არ მითხოვია, თვითონ გამოთქვა სურვილი. გარეთ რომ ვყოფილიყავი, მოლოდინის რეჟიმში უფრო ცუდად ვიქნებოდიო.
როცა მეკითხებიან, იყო თუ არა ჩემთვის შვება ქმრის მშობიარობაზე დასწრება, ცხადია, ასე იყო და შეგრძნებები დონეზე აღვწერ ხოლმე. მახსოვს სოზარის ხელები ჩემს სახეზე, ეს ძალას მმატებდა, არასდროს დამავიწყდება ეს თანადგომა.
მეორე და მესამე მშობიარობაზე უკვე ლეპტოპით მოდიოდა, მიეჩვია ჯდებოდა და იწყებდა მუშაობას, სანამ სიტუაცია კრიტიკულ მომენტს არ მიაღწევდა. შვილის კიდევ გაჩენას რაც შეეხება, როგორც ღმერთი ინებებს ისე იქნება.
ეს პატარა ძალიან ცელქია. აკიმს ვეძახით, ოღონდ ეს დარჩება ერთადერთ აკიმად თუ კიდევ იქნება სხვა აკიმი, არავინ იცის ჩვენ ასეთი ტიპის გამოწვევასაც არ ვუფრთხით“, - აცხადებს თამთა ყუბანეიშვილი.
„რეიტინგი“