
აღნიშნულის თაობაზე კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის ხელმძღვანელი, ზაალ კასრელიშვილი საუბრობს.
„ნაციონალური მოძრაობისა“ და ფსევდოისლამური რადიკალური მიმართულებიდან, ფულის საჭრელი საამქრო ჰქონდათ გაკეთებული და ვის ესიამოვნებოდა, ჩვენ რომ ის მარშრუტი ვამხილეთ, რა გზითაც მიერეკებოდნენ კავკასიელებს სირიაში სასაკლაოზე, საქართველოდან თურქეთის გავლით.
ამბობენ, რომ ეს თემა დღესაც დგას დღის წესრიგში. ზოგიერთი ინფორმაციით, ძირითადი ნაკადი პანკისიდან გადის იქ მცხოვრები დევნილი ჩეჩნების სახით. გასამრჯელოსაც სერიოზულს იღებენ...
პანკისის ხეობაში და საქართველოს ტერიტორიაზე არავინ იწვრთნება. საქართველოს ტერიტორიაზე ეს მარშრუტი აღარ მუშაობს. საქართველოს მოქალაქე სირიაში იქნება, ერაყში თუ პარიზში, ეს უკვე ჩვენი პასუხისმგებლობის სფერო აღარ არის არც კავკასიელების და არც საერთაშორისო საზოგადოების წინაშე....
როდესაც ჩვენ ეს მარშრუტი გავშიფრეთ, მაშინ წინა ხაზზე გავედით და საქართველოს ავაცილეთ ლოკალური ბრძოლები პანკისის ხეობაში, რასაც აუცილებლად მოჰყვებოდა რუსეთის „სპეცნაზის“ შემოსვლა და თბილისს თავიდან ავაცილეთ მინიმუმ ორი ტერაქტი მეტროში.
ამის გამო მადლობაც არავის უთქვამს. სამაგიეროდ ვიღაცებმა ქულები ჩაიწერეს, სავარძლებში ჩასხდნენ და დიდების შარავანდედი დაიდგეს თავზე.
როგორც კი ჩვენ ამ საქმეში გამოვჩნდით, მაშინვე გვირჩიეს, დავკავშირებოდით ორ ადამიანს ისლამურ სამყაროში, მორალურ ლიდერებს.
მათთან სამკვირიანი დავის, ჩხუბისა და მოლაპარაკების შემდეგ შევთანხმდით, რომ საქართველოს მოსახლეობა არაფერ შუაში იყო მომხდართან და თუ ვინმეს დაღვრილი სისხლის გამო შურისძიება უნდოდა, მას შური უნდა ეძია და სისხლი აეღო იმ კონკრეტული პირებისგან, ვინც ამ საქმეში მონაწილეობდნენ.
ამ ამბიდან რამდენიმე ხნის შემდეგ დამიკავშირდნენ ჩვენი ორგანიზაციის ლიდერები და მითხრეს, რომ აღარ გაიცა ბრძანება თბილისში ტერაქტების დაწყებაზე.
პირველად 2012 წლის ნოემბრის პირველ ნახევარში გადაურჩა თბილისი მეტროში ტერაქტს.
ჩრდილოკავკასიელებს ქართველებთან ურთიერთობის გაფუჭება არ უნდათ პროვოკატორების გამო. სხვათა შორის, ისინი თავიანთ პროვოკატორებსაც ასახელებენ.
არ გეგონოთ, რომ მარტო ქართველებს, რუსებსა და თურქებს ასახელებენ, რომლებიც ამ პროვოკაციაში მონაწილეობდნენ. ვინც ეს პროვოკაცია მოაწყო 2012 წელში, ის ისევ მოახერხებს ინციდენტების პროვოცირებას. გაუჭირდებათ, თუ 90-იანი წლებიდან დღემდე ერთი და იგივე ილეთით არ გვამარცხებენ?
იგივე სპეცსამსახურებიდან შეიძლება წამოვიდეს ეს საფრთხე და ახლა უკვე რადიკალური ისლამის მეომრებისგან, რომლებმაც სირია მიწასთან გაასწორეს და ნახევარი ერაყი დაიპყრეს. საფრთხე რეალურია. როდის არ იყო რადიკალური ისლამისტებისგან საფრთხე?
ახლა მით უმეტეს, როცა საქართველოში, აზერბაიჯანში, ჩრდილოეთ კავკასიაშიც ისეა გამრავლებული იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც რადიკალურ ისლამს ქადაგებენ, რომ ადგილობრივ ხელისუფლებებსაც უჭირთ მათთან გამკლავება,“ - აცხადებს ზაალ კასრელიშვილი.
„პრაიმ-ტაიმი“