
აღნიშნულთან დაკავშირებით, ეკონომიკის სამინისტრო განმარტებას აკეთებს.
კერძოდ, ადმინისტრაციის თანამშრომლის ლაშა წურწუმიას მხრიდან დღეს ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციის უფროსის, ქალბატონის სიტყვიერი შეურაცხყოფის და შეფურთხების ფაქტს.
მომხდარი ინციდენტის გამო საჭირო გახდა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში საპატრულო პოლიციის გამოძახება. პოლიციის მიერ დაიკითხა ინციდენტის მონაწილე ყველა მხარე.
„ლაშა წურწუმიას აგრესია იმ ფაქტს უკავშირდება, რომ მან მიიღო შეტყობინება 6 ოქტომბრიდან სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელობამ წურწუმიას სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მისი მხრიდან არაერთხელ დაფიქსირდა თანამდებობისთვის შეუფერებელი საქციელი და თანამშრომლების სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტები.
ლაშა წურწუმია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მობილური მომსახურების სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე 2013 წლის ივლისიდან მუშაობს. ბოლო პერიოდში წურწუმიას მხრიდან არაერთგზის ჰქონდა ადგილი ადმინისტრაციის ხელმძღვანელობისადმი აგრესიული ქმედებების გამოვლენას.
შექმნილი სიტუაცია უარყოფითად აისახებოდა ადმინისტრაციის სამუშაო პროცესზე და პრობლემებს უქმნიდა თანამშრომლებს მათი სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებისას.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის მხრიდან უშედეგო აღმოჩნდა წურწუმიასთან ურთიერთობის დარეგულირების არაერთი მცდელობაც.
ამ მდგომარეობის გათვალისწინებით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელობამ ლაშა წურწუმიას სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო", - აღნიშნულია განცხადებაში.