
გაზეთ "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა სოციალურ ქსელში ხვალინდელ აქციას აანონსებს. ხუბუა წერს, რომ ხვალ, 15:00 საათზე, "თავისუფალი ზონის" ოფისთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია გაიმართება.
"ყველას! ყველას! ყველას! ხვალ, დღის 3 საათზე, პეკინის 34 ნომერში, ,,თავისუფალი ზონის,, ოფისთან ვატარებთ მშვიდობიან საპროტესტო აქციას, ამ ზონდერდაჯგუფების აკრძალვის მოთხოვნით! მოგიწოდებთ ყველას, ვისთვისაც მიუღებელია ჟურნალისტის ცემა და მშვიდობიანი მოქალაქეების დარბევა ამ ნაცრევანშისტების მიერ, შემოგვიერთდით! უნდა ვიყოთ ძალიან ბევრნი, რათა დავამთავროთ ,,ზონდერზონის,, თარეში და ბოლო მოვუღოთ მათ დესტრუქციულ მიზნებს! გთხოვთ, გააზიარეთ ეს სტატუსი! გთხოვთ, გააგებინეთ თქვენს გარშემომყოფებს, რომ ხვალ, 2 ოქტომბერს, 15 საათზე, ყველანი მოვიდნენ პეკინზე! გთხოვთ, ვინც მოსვლას აპირებთ, კომენტარში დააფიქსიროთ თქვენი მზადყოფნა!",-წერს ხუბუა