
4 ოქტომბერს, უკვე მეოთხედ რუსეთის დედაქალაქში, პარკ "ერმიტაჟში" მხიარული დღესასწაული "თბილისობა მოსკოვში" გაიმართება.
პარკის ცენტრში მოეწყობა სცენა, რომელზეც დამსწრე საზოგადოების წინაშე მოსკოვში მოქმედი ქართული მუსიკალური ჯგუფები და შემსრულებლები წარსდგებიან, მათ შორის – სოსო პავლიაშილი, თამარ გვერდწითელი.
გარდა ამისა, საზეიმო კონცერტში თბილისიდან მიწვეული მომღერლებიც მიიღებენ მონაწილეობას, მათ შორის – ლელა წურწუმია, ნინო ჩხეიძე და ნინი ბადურაშვილი, ჯგუფები "ფრანი" და "მეტეხი".
მოსკოვში არსებული ქართული რესტორნები კი ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ყველა კუთხის კერძებს წარმოადგენენ და მათ მომზადებაში მასტერკლასებსაც ჩაატარებენ.
თბილისობის დღესასწაული მოსკოვის მერიისა და "რუსეთში ქართველთა კავშირის" ორგანიზებით იმართება.