
„აფხაზეთის ხმა“ გთავაზობთ ფრაგმენტს correspondent.ge-ს მიერ ექსკლუზიურად ჩაწერილი ინტერვიუს ფრაგმენტს „ახალი თაობის“ ხელმძღვანელ ლადო სადღობელაშვილთან, სადაც ის „თავისუფალ ზონას“ აფრთხილებს. ინტერვიუ 14 სექტემბერსაა ჩაწერილი.
„ნაბიჯ-ნაბიჯ, ყველას მიეგება თავისი. პირდაპირ გეუბნებით - არავის გამოტოვებას არ ვაპირებთ. ყველა, ვინც შემჩნეულია დღეს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ურთიერთობაში, მიიღებს საკადრის პასუხს, რეაქციას იმ ახალგაზრდა, თავისუფალი თაობისაგან, რომელიც აი აქ, ამ ოფისში დაიდებს ბინას.
-პირველ აქციას ხომ არ დაანონსებდით, ჩვენი ინტერვიუს ფარგლებში?
-მე პირდაპირ ვეუბნები „თავისუფალი ზონის“ აქტივს - მოემზადონ თავდასხმისათვის (იცინის), რამეთუ ჩვენ არ ვართ მოტივირებული, რომ ვიყოთ თავდაცვის რეჟიმში. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით თავდასხმის რეჟიმში და, შესაბამისად, პირველ აქციას გავმართავთ „თავისუფალი ზონის“ ოფისთან. მოემზადონ ამისთვის“.
ლადო სადღობელაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი თაობა“, 14 სექტემბერი, 2014 წელი.
ინტერვიუს სრული ვერსია